ამერიკის შეერთებული შტატების სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

782 წაკითხვა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის წინაშე სენატორებმა ფიცი დადეს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი, მის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო დაიწყო.

როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი უკვე დაამტკიცა.

Next Post

გენპროკურორობისთვის იურისტი გელა ჩივაძე იბრძოლებს

ორშ იან 20 , 2020
782 წაკითხვასაქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს. გენერალური პროკურორის პოსტის დასაკავებლად იურისტი და უფლებადამცველი გელა ჩივაძე იბრძოლებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია დამცველმა წარადგინა. გელა ჩივაძე დაიბადა ქალაქ ტყიბულში 1967 წელს. 1999 წელს დაამთავრა […]

შესაძლოა მოგეწონოთ