„ეს არ არის ვინმე წინააღმდეგ პერსონალური პროტესტი..“ – დემურ გიორხელიძე

1,818 წაკითხვა

კრიზისი აშიშვლებს სისტემის ნაკლოვანებებს და ზედაპირზე ამოაქვს გადახრები და დამახინჯებები.
იგი ასევე აშიშვლებს ერის პრობლემებს.

1. ქართული ცნობერება კარგა ხანია ტრანსშია, –
უბრალოდ სისტემის კრიზისმა მკვეთრად გამოკვეთა იგი.
ქართველების ცნობიერების მონაწილეობის ხარისხი
ინფორმაციის დამუშავებაში გარემოსა და საფრთხეების შესახებ მკვეთრად დაქვეითებულია და საშიში ხდება.

ქართული სხეული კი ზე-დოზირებული ანესტეზიის ქვეშაა, როცა გარემოსა და საკუთარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის აღქმა შეწყვეტილია. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა ის, რომ პროცესები ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს წინააღმდეგობის გარეშე, სახელმწიფო არ ძლიერდება იმ ფონზე, როცა გლობალურმა კრიზისმა ეროვნული დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაძლიერება-აღორძინების ტრენდი გააჩინა, რადგან უკიდურეს კრიზისში უკეთესი მექანიზმი ვერ მოიძებნა…
ეს ყველამ თვალნათლივ დაინახა.

2. იცვლება მსოფლიო პოლიტიკის პარადიგმა, რაც უპირველესად აისახება უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში და ეკონომიკურ ურთიერთობებში, საკუთრივ ეკონომიკის განვითარების მიმართულებებში!..

აქედან გამომდინარე,
3. საგარეო და საშინაო პოლიტიკა მოითხოვს სრულ გადააზრებასა და რადიკალურ შეცვლას. აკვიატებული იდე-ფიქსების ნაცვლად პრაგმატიზმი, ცივი გონებით განსჯა და ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან ღრმა კოოპერაციის უზრუნველყოფაა აუცილებელი და არა ათობით წელი უაზრო პროპაგანდისტული შტამპების კულტივირება.

ეს – პრაქტიკულად დირექტიული პარადიგმაა,
რომელსაც არ/ვერ მოეძებნება ალტერნატივა…
ჩემს სტატიაში („გეოპოლიტიკა და წყალქვეშა რიფები’’) ვისაუბრე ღრმა ცვლილებების შესახებ.

4. პირველ გადაუდებელ პარალელურ სამ სტრატეგიულ თანაბარზომად ამოცანას წარმოადგენს
(ა) უსაფრთხოება;
(ბ) ეკონომიკის სტრატეგიული დარგების განვითარება;
(გ) მძლავრი თანამედროვე განათლების სისტემის შექმნა.

მთავარი, რაც კრიზისმა აჩვენა, არის ის, რომ ნამდვილმა საფრთხემ ქართველთა უმრავლესობის ცნობიერებაში არაფერი შეცვალა… სერიოზული საფრთხის არასერიოზულად აღქმა – საშიში პრეცედენტია და არასასიამოვნო დიაგნოზზე მიგვანიშნებს.

პლანეტარული მასშტაბის კრიზისმა არ შეაშინა ქართველი მომავალზე (შეშინებაში საღ რამეს ვგულისხმობ: სულის შეძვრას, საფრთხეს ოჯახისა და მომავალი თაობებისათვის, პირადი პასუხისმგებლობის გამძაფრებას)… არა!
ისევ დაპირისპირება ორ უკიდურეს გამოთაყვანებას შორის და დამთხვეული აზროვნების უშუალო პროდუქტი – ბრმა და საჯარო დემოსნსტრირება ცალკეული პიროვნებების მიმართ სიყვარულისა, რაც თავისი უაზრობით შემაძრწუნებელია!

ეს სავალალო შედეგი განათლებისა და ინტელექტის დაქვეითების შედეგია… მხოლოდ ღრმად განათლებულ ერს შეუძლია გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას და შექმნას პირობები განვითარებისათვის… ჩვენ დღეს არ ვართ ასეთები, პირიქით, – ვანადგურებთ საუკეთესოს რაც კი გაგვაჩნია – ახალი თაობების ნიჭსა და შესაძლებლობებს, როცა მათ 25 წელი ფსევდო-განათლებით ვატყუებთ, ყალბ ფასეულობებზე ვზრდით და პერსპექტივას ვუსპობთ!

მანკიერი ქართული საგანმანათლებო სისტემა შანთით ამოსაწვავია და რაც შეიძლება მალე საუკეთესო მძლავ საგანმანათლებო სისტემაზე გადასვლაა აუცილებელი…
ამ სიმახინჯის პროპაგანდისტი წყალწყალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კი სრულად რეორგანიზეული უნდა იქნას და სხვაგვარად მოაზროვნე ხალხით დაკომპლექტდეს…

ეს არ არის ვინმე წინააღმდეგ პერსონალური პროტესტი:
ეს არის სისტემის უვარგისობის თვალშისაცემი დემონსტრირება, რაც ამ კრიზისმა გვიჩვენა…

ამ რადიკალური ნაბიჯების გარეშე ჩვენ დრო საშინლად დაგვსჯის და ამაში ერთადერთი დამნაშავეები ჩვენ – ქართველები ვიქნებით, რომლებმაც საკუთარი ზერელობითა და უპასუხისმგებლობით აქამდე მივიყვანეთ საქმე.

დემურ გიორხელიძე

Next Post

ირაკლი კაკაბაძის ღია წერილი

სამ ივნ 2 , 2020
1,818 წაკითხვამწერალი ირაკლი კაკაბაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერს ღია წერილით მიმართავს: „ძვირფასო კონგრესმენო კინზინგერ, ჩვენ ძალიან გვიხარია რომ მეგობრობთ საქართველოსთან და მუდამ რჩევებს გვაძლევთ როგორ წავწიოთ წინ ჩვენი დემოკრატია. როგორც თქვენ კარგად იცით საქართველოს დიდი ხნის მულტი კულტურული ტრადიცია აქვს წმინდა შუშანიკით დაწყებული, გაგრძელებული საიათ ნოვათი და დამთავრებული დიდი კინორეჟისორით, სერგო ფარაჯანოვით. მედეას დრომდე (დაახლოებით მე-13 საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ჩვენ აგრეთვე […]

შესაძლოა მოგეწონოთ