გიორგი რურუა სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

994 წაკითხვა

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა გუშინ წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მაგალითია და მისი საქმე საბჭოთა პროპაგანდის გაგებით გააყალბეს. ამასთან, რურუამ განაცხადა, რომ სასამართლოს წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება ევალებოდა.

ცნობისთვის, გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

იპნ

Next Post

„ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინას ვერ მოუგებს, ამიტომ..“ - თამარ ჩერგოლეიშვილი(ვიდეო)

ხუთ ივლ 30 , 2020
994 წაკითხვა