439 წაკითხვათითქმის მიილია უკვე ზაფხული, თუმცა ჯერ კიდე ბევრი ადამიანია, ვინც ვერ მოახერხა შვებულების აღება და საკუთარ გემოზე დასვენება. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს თვე უკვე დასასრულს მიუახლოვდა, მზე ლომის ზოდიაქოდან ქალწულის ზოდიაქოში გადავიდა, დღე შედარებით შემცირდა და ფერიცვალების შემდეგ ამინდები ცოტა უფრო გაუარესდა საქმე ნამდვილად არც ისე ცუდადაა, რადგან შემოდგომის პირველი თვეც საკმაოდ ცხელია ხოლმე. აქედან გამომდინარე, დასვენება ჯერ კიდევ […]

344 წაკითხვააგვისტოს თვეში, როცა ადამიანების უმეტესობა დასასვენებლად არის წასული, საუკეთესო დროა ახალი აღმოჩენებისთვის. წლის ყველაზე ცხელ პეროდში სხვადასხვა ალტერნატივა არსებობს დასვენებისთვის, ყოველი ადამიანი განსხვავდება, ამიტომ ზოგი შეიძლება უკვე ზღვისპირეთშია, ზოგი კი მთაში, ზოგიც ახლა აპირებს შვებულებაში გასვლას. რაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენი კომფორტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავერთოთ. ამისათვის კი შეიძლება ერთი შეხედვით […]

385 წაკითხვათანამედროვე სამყაროში ელვის სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიები, რის პარალელურადაც საშუალება გვაქვს დავნერგოთ ახალი, ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ერთდროულად გაზრდის კომფორტსა და ეფექტურობას. დღითიდღე სულ უფრო ანაცვლებს ტრადიციულ წეს–ჩვევებსა და მიდგომებს ახალი, თანამედროვე სახის გადაწყვეტები, რაც უფრო მეტადაა მოსახერხებელი როგორც კომპანიისთვის, ასევე დასაქმებული ადამიანებისთვის. დღეს უკვე საჭირო აღარაა ყოველდღე 8 საათი ოფისში მუშაობა, ადამიანებს აქვთ საშუალება მსოფლიოს ნებისმიერი წერტლიდან სასურველ პოზიციაზე სასურველ […]

282 წაკითხვათბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა და ეს არც არავის უთქვამს. „ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები შედიან, უნდა გვითხრან, რა პროგნოზს აკეთებენ. ნაცვლად იმისა, რომ გვითხრან, როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგვინებს მათივე უმოქმედობით, ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ და პროპაგანდისტულად საუბრობენ, […]

293 წაკითხვამინდა გავიხსენო კოდორის ხეობა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მოღალატეობრივად გადასცა მტერსა და ოკუპანტს. ვერ აარიდეს მათ ქვეყანას ეს უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვანეთში სტუმრობისას განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მესტიის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი წარადგინა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ 8- წლიანი საქმიანობის პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. „მადლობას […]

796 წაკითხვაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადადონ და პრიორიტეტი იმ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპის გაზრდას უნდა მიენიჭოს, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1-2% პროცენტია აცრილი. „თუკი მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, შესაძლოა, კორონავირუსის უფრო ძლიერი ვარიანტები გაჩნდეს. „ბუსტერ“ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინები იმ ქვეყნებს უნდა გადაეცეთ, სადაც მოსახლეობას ჯერ კიდევ პირველი და მეორე დოზა […]

956 წაკითხვა კუთხლივ სახეხი ხელსაწყო არის იარაღი, რომელსაც ზედაპირების მოპრიალება, დამუშავება, სასურველ ფორმებად დაჭრა, ზედმეტი მასალისგან გათავისუფლება, გამტკიცება და დანაწევრება შეუძლია. ბარგალკის სწორად გამოყენების სწავლის შემთხვევაში, სხვადასხვა მასალის სასურველ ფორმებად უსაფრთხოდ დაჭრას,ზედაპირების დამუშავებას და მათგან არასასურველი საღებავისა და ჟანგის მოშორებას შეძლებთ. კუთხლივ სახეხი ხელსაწყოს შერჩევისას გირჩევთ მის მცირე ზომასა და პორტაბელურობაზე გააკეთოთ მთავარი აქცენტი და უპირველეს ყოვლისა მაღალი სიმძლავრის ძრავის […]

471 წაკითხვაოპოზიციის ნაწილი გიგი უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად დაასახელებს. წარდგენა 21 აგვისტოს, 18:00 საათზე, ფოთში, საქაერონავიგაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. 21:00 საათზე, კი ბათუმში, ახალ ბულვარში ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართება. შეგახსენებთ, ფოთში მერობის კანდიდატად ოპოზიციიდან გიგი უგულავას კანდიდატურის დასახელების თაობაზე ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ გაავრცელა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ,,ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ დაანონსა, რომ გაერთიანებული […]

374 წაკითხვა„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8% პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1% შეადგინა. „საქსტატის“ შედეგების მიხედვითვე, 2021 წლის II კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 […]

748 წაკითხვა „კასპერსკის ლაბორატორიების“ მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა კომპლექსური მიზნობრივი თავდასხმების რაოდენობა Microsoft Exchange სერვერების გამოყენებით. კერძოდ, ამ პროგრამული უზრუნველყოფის მოწყვლადობას  იყენებს უცნობი, სავარაუდოდ ჩინურენოვანი ჯგუფი, გრძელვადიანი კიბერ-ჯაშუშობის GhostEmperor  კამპანიის განხორციელებისათვის.  მის სამიზნეებს  წარმოადგენს ძირითადად სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის მსხვილი კომპანიები, მათ შორის სამთავრობო დაწესებულებები  და სატელეკომუნიკაციო კომპანიები. ექსპერტების ვარაუდით, ჯგუფი იყენებს მოწინავე ინსტრუმენტებს, სულ მცირე, 2020 წლის ივლისიდან. […]