112 წაკითხვარადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“ დაკავებულია „სოფლის მაშენებლების“ მიდგომით, ერთი იმღერებს, მეორე დროშას შეკერავს, მესამე პრეზენტაციას ჩაატარებს, კლიპს გადაიღებს და ჰგონიათ, ამის გამო მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს გამართულ „ევროპული მარშს“ გამოეხმაურა. მისივე თქმით, 90-იანი წლების ესთეტიკა გადმოიტანეს 21-ე საუკუნეში. „ჩემთვის, ამ ყველაფერში, ისევე, როგორც ზოგიერთ სხვა […]

771 წაკითხვა[ამომრჩეველთა] მხარდაჭერის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, მისი განხილვა, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალის, უკვე აბსურდია – ნიკა მელიას ის თვისებები აქვს, რომლებიც პოლიტიკას ძალიან სჭირდება, პოლიტიკა არის რკინის ქალამნებით სოფელ-სოფელ სიარული და პოლიტიკური დინამიკის აკრეფა, მას ეს თვისებები აქვს,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე და მის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განუცხადა. მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ […]

119 წაკითხვარუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის შეტაკებისა და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე ასეთი რეალური არასდროს ყოფილა. „კარიბის კრიზისის დაწყებიდან, რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე, რომელიც მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს, ასეთი რეალური არასდროს ყოფილა”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, უკრაინა არის მეორადი სახელმწიფო, რომელიც კოლაფსის პროცესშია და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო […]

121 წაკითხვააშშ და “დიდი შვიდეული” მზად არიან უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ”, – განაცხად ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, კონგრესს მოუწოდა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს. მისი თქმით, კონგრესმენებმა აღნიშნული საკითხი […]

135 წაკითხვა,,ნაცმოძრაობის” წევრი, პარლამენტარი ანა წითლიძე: ,,იცით, ამ პროცესში რამდენი რაღაც არ მომეწონა? ძალიან ბევრი – ჩემი პოზიციისა და იმის მიუხედავად, რომ მე შიდა არჩევნებში არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დამიჭერია. ბოლო წუთამდე ნიკა მელიას ვგულშემატკივრობდი. ის, რატომაც ბოლოს მე და ნიკა მელიას კონფლიქტი მოგვივიდა, მისი სიტყვები იყო – რომ ის ამ პარტიაში დარჩენას არ აპირებდა და ენმ-ში ფერფლს დატოვებდა. იცით, 11 […]

155 წაკითხვადემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში The Washington Post (აშშ): “დასავლეთში დაასახელეს მიზეზები, რომელთა გამოც უკრაინა ვერ შეძლებს გამარჯვებას. კიევს არა აქვს შანსი გაიმარჯვოს კონფლიქტში მოსკოვთან… უკრაინისთვის უფრო მოსალოდნელი წარუმატებლობის ხანგრძლივი წლები და ნგრევა, ვიდრე გამარჯვება”. გაზეთი წერს, რომ გამომჟღავდა ის ფაქტი, რომ აშშ ღრმად იყო ჩართული უკრაინის სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში და ა.შ. და ა.შ. p.s. უზარმაზარი მდიდარი ქვეყნის ნგრევა და […]

127 წაკითხვაპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და […]

517 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9279 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9421 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი […]

105 წაკითხვათურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს. „ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ მას, როგორც ღაზას ჯალათს აუცილებლად გაასამართლებენ, ისევე, როგორც მილოშევიჩი გაასამართლეს“, – განაცხადა ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო გააკრიტიკა და უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ძალადობის შეწყვეტის მცდელობების დაბლოკვაში დაადანაშაულა. „ერთი მხრივ, არის 121 ქვეყანა, რომელიც ამბობს „შეაჩერეთ ომი“ და […]

155 წაკითხვასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, პროგრესის მიუხედავად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა. „3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ჩვენმა ხელისუფლებამ 2017 წელს შშმ პირთა უფლებები საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრა, ხოლო 2020 წელს შშმ პირთა უფლებების შესახებ მიღებულმა ახალმა კანონმა […]