706 წაკითხვადღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სატელეფონო საუბრის გამართვა ამერიკულმა მხარემ ითხოვა. ამასთან, დღესვე იგეგმება ვლადიმერ პუტინის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი.  

683 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა, სადაც შესაძლოა, მალე სიტუაცია მწყობრიდან გამოვიდეს. „ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან,“ – განაცხადა პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში.  

517 წაკითხვა„ოცნებამ“ საერთოდ დაკარგა მორალური უფლება, რომ ვინმესთან რაიმე ალიანსში დაგვადანაშაულოს, ამ გადაწყვეტილების მერე, რაც სენაკში გააკეთეს, – ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი ნათია მეზვრიშვილი მმართველი პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ „21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა“. მეზვრიშვილი „ქართულ ოცნებას“ კითხვით მიმართავს, რატომ არ მიიღეს ოპოზიციის შეთავაზება და რატომ არ დააყენეს სენაკში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. […]

323 წაკითხვაკულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, გიორგი გახარიას პარტიისა და ნაც.მოძრაობის თანამშრომლობას ტრაგიკულ სანახობა აფასებს. „როდესაც ჩვენ გვახსოვს თუ როგორ ემუქრებოდა გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას“, მე თქვენ დაგამთავრებთო და შემდეგ მივედით იქამდე, სადამდეც მივედით, რომ ის და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, ეს უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

1,058 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, მიხეილ სააკაშვილზე წერს და ეხმიანება 9 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მის პროცესს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტიც ესწრებოდა. „დღევანდელმა სასამართლო პროცესმა დამარწმუნა: 1. სააკაშვილი ციხეში მნახველებსაც ლანძღავს და რომ მისწვდეს, უთაქებს კიდეც. ამიტომ დაუყენეს გამყოფი ბარიერი; 2. სააკაშვილი ციხეში დიდხანს იჯდება, რადგან მისი გარეთ გამოშვება საზოგადოებისთვის საშიშია (ისედაც არ გვაკლია შეშლილები!).”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

476 წაკითხვარაც ახლა მინისტრთა კაბინეტში ხდება, არის უბრალოდ იმიტაცია თითქოს და ცვლილებების, ამის უკან არ დგას არაფერი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ გააჩნია. „ეს არ არის მხოლოდ ღარიბაშვილისთვის დამახასიათებელი, ეს ძალიან ბევრ ადამიანს ახასიათებს „ოცნებაში“, რაც არ ახასიათებდა მაგალითად, გახარიას და ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს […]

452 წაკითხვაპაატა ბურჭულაძის პოსტი ფეისბუქში: რა საოცარი ერი ვართ! სააკაშვილი ციხეში გვყავს და პაპუაშვილი საქართველოს წარმოადგენს ინგლისის ლორდთა პალატაში. ამას ხომ მოხერხება უნდა?!

325 წაკითხვასოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, 2015 წელს, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო “ქართული ოცნებიდან” და ქუთაისში, პარლამენტის ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, სათვალთვალო ვიდეოკამერა აღმოაჩინა. ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქცია’-ში სტუმრობისას განაცხადა. „2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში, მაშინ ქუთაისში იყო პარლამენტი და იქ ვცხოვრობდით. ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, ორი საძინებელი მაქვს, არ გინდა, რომ დაიქირაო და მეუღლესთან ერთად, როცა გინდა იყავი […]

740 წაკითხვაპოზიციაზე, რაზეც უგულავამ ისაუბრა, პარტიაში არ გვიმსჯელია – ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც არ არის ერთფეროვანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ პარტიების გაერთიანება გიგი უგულავას პოზიციაა, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო, ან არა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება ოპოზიციურმა კოალიციამ უნდა ჩაანაცვლოს, თუმცა, […]

1,724 წაკითხვა2021 წელს Kaspersky ICS CERT-ის სპეციალისტებმა ICS (ავტომატური მართვის სისტემა) კომპიუტერებზე მთელს მსოფლიოში გამოავლინეს ჯაშუშური პროგრამების შეტევების მზარდი რაოდენობა. თავდამსხმელები იყენებენ ფართოდ გავრცელებულ ჯაშუშურ პროგრამულ უზრუნველყოფას, მაგრამ თავად თავდასხმები ხასიათდებიან სამიზნეების შეზღუდული რაოდენობით და თითოეული მავნე პროგრამული ნიმუშისთვის ძალიან მოკლე სასიცოცხლო ციკლით. „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავდასხმების ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ აღემატება 25 დღეს. ეს ბევრად ნაკლებია იმაზე, […]