კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, გიორგი გახარიას პარტიისა და ნაც.მოძრაობის თანამშრომლობას ტრაგიკულ სანახობა აფასებს.
„როდესაც ჩვენ გვახსოვს თუ როგორ ემუქრებოდა გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას“, მე თქვენ დაგამთავრებთო და შემდეგ მივედით იქამდე, სადამდეც მივედით, რომ ის და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, ეს უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.