438 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა. როგორც მედია წერს, კანონპროექტი ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეწყვეტა და ირანული აქტივების უკრაინიდან გატანის აღკვეთა უნდა მოხდეს. მედიის ცნობით, უკრაინის პარლამენტს აღნიშნულზე კენჭისყრა ჯერ არ ჩაუნიშნავს. შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას, რუსულმა ძალებმა […]

193 წაკითხვაკარგი იქნებოდა, პრეზიდენტს სუს- ის აგენტურით არ გაებერა კომისია და ცესკო-ს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი წარმოედგინა – ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც ცესკოს წევრობის და თავმჯდომარის კანდიდატურებს არჩევდა, გარკვეული ეჭვები არსებობდა. “კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ამდენი ხნის მანძილზე კარგად გამოეყენებინა საკუთარი უფლებამოსილება, სუს- ის აგენტურით არ გაებერა შესარჩევი […]

205 წაკითხვაპრეზიდენტს უნდა საქართველოს თავი დაამახსოვროს, როგორც ევროინტეგრაციისთვის მებრძოლმა, მაგის შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას: “თქვენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა სამართლიანად ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ რუსეთის მხრიდან შეზღუდვის გაუქმების თაობაზე პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ზარქუა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ვერ შედგა ვერც მთავარსარდალი, ვერც ლიდერი და ვერც პოლიტიკური […]

201 წაკითხვარატომ დაიწყო რუსეთმა ახალი გადაწყვეტილებების მიღება და რატომ გააუქმა სანქციები? – საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რა საკვირველია, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ის გადაწყვეტილებები გამოიწვია, რაც დღეს სახეზეა , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი საზრუნავი ის უნდა იყოს, რომ საქართველომ სტატუსი […]

220 წაკითხვამნიშვნელოვანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი 2010 წლიდან მოქმედებს, ხოლო 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი კეთილდღეობა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ სამშობლოსთან, ოჯახებთან კავშირი და მიმოსვლა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და […]

197 წაკითხვა„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნა მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს. „რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი საქართველოს აგრესორის […]

340 წაკითხვაევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ცდილობს გაანადგუროს თავისუფლების ღირებულებები უკრაინაში, რადგან მას ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ეშინია. „ჩვენ, ევროპელები ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლებას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ. რუსეთში, პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები. მათ ეშინიათ […]

261 წაკითხვაუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე დასწრებას ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს. „აღნიშნული სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობას საჯარო ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელსაც თავი მოაქვს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო ომის გაჩაღებით, განვიხილავთ, როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინის მიმართ და უპატივცემულობის გამოხატვად უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც გადარჩენისა […]

270 წაკითხვაროგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მალტა საქართველოს ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია. „დღეს მალტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ისევე, როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა […]

267 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ორბელიანის მოედანზე, „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ორბელიანის მოედანი შვედურ დღეს მასპინძლობს. „ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში, მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის. მინდა მივესალმო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, განსაკუთრებით, მინდა მივესალმო შვედეთის ელჩს და ჩვენს მერს, კახა კალაძეს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეს დღეები “ევროპის დღეებს” აღვნიშნავთ. გუშინ ელჩებთან ერთად აღვნიშნეთ ევროპის […]