122 წაკითხვამოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას – სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს. სააკაშვილის განცხადებით, დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას. „მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების […]

139 წაკითხვა„ბანდა“ ძალიან სწორად უწოდა „ქართულ ოცნებას“ ევროპარლამენტარმა იმიტომ, რომ სახელმწიფოს მართვა არ ჩანს, აქ ჩანს პარტია, პარტიული სტრუქტურები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჟონგლიორობენ , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ტვიტერზე“ „ქართულ ოცნების“ შესახებ დაწერა, რომ „ესაა პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება“. ანა ნაცვლიშვილის […]

134 წაკითხვასაქართველოს პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, უწყებამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ივლისს, […]

222 წაკითხვახვალ, კაჭრეთში, რევოლუციის მოსახდენ სემინარზე მივდივართ – სემინარის ძირითადი საკითხი პარლამენტის რეგლამენტის სრულყოფაა, მაგრამ ეს არის შენიღბვის ფორმა და სინამდვილეში საუბარი იქნება არა პარლამენტის რეგლამენტზე, არამედ იმაზე, თუ როგორ დავამხოთ რუსული ხელისუფლება, – ასე უპასუხა “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ წინანდალში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. გოცირიძის შეფასებით, ერთადერთი კეთროვანი პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნებაა”, ვისაც მართლა არავინ უნდა გაეკაროს და სემინარზეც მასთან არავინ […]

211 წაკითხვაევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გმობს. „მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები“ გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. განცხადება გაავრცელა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰოექსტრამაც და რუსეთის გადაწყვეტილებას “სრულიად […]

277 წაკითხვაბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღოს, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება – ბელგიის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს , – ეს განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა. სამადაშვილის თქმით, ბელგიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კანონის უზენაესობას და საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. […]

161 წაკითხვამიუთითებს, რომ ეს საკითხი, თავიდან ბოლომდე, არის პოლიტიზებული, ალბათ, რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები შესაძლოა მათ ჰქონოდათ, დრო გვაჩვენებს, რა იდგა თუნდაც ნიმუშების დამალვის იდეის უკან – ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობა შეცდომაში შეიყვანონ, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ კადრებს, რომლის თანახმად, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში ვიზიტად მყოფი პოლონელი ექიმი სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის […]

227 წაკითხვასამხრეთ კორეაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. ათასობით ადამიანი ამ დრომდე ევაკუირებულია. ქვეყანაში ძლიერი წვიმები, რომელმაც მეწყერი გამოიწვია, სამი დღეა გრძელდება. ამასთან, უხვი ნალექის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც, ათობით დასახლებული პუნქტი დაიტბორა. სტიქიის შედეგად გათიშულია ელექტროენერგია, ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ოფიციალური ინფორმაციით, 10 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, რამდენიმე კი დაშავებულია.

206 წაკითხვაუკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს. „დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ“, – წერს ლუბინეცი. ლუბინეცი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას და სამხრეთ კორეის პირველ ლედის კიმ […]

158 წაკითხვაპაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა, ცვლილებები კი უკვე ძალაშია. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა. დეტალური ინფორმაცია იცილეთ ბმულზე.