157 წაკითხვარუსეთის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში “სავარაუდოდ რაკეტა” აფეთქდა. ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა. მისი თქმით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილები არ არიან. სასწრაფო სამსახურების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 12 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. აფეთქების შედეგად ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს მოყოლილი.

132 წაკითხვაათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციის თანახმად, ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. საელჩო აღნიშნავს, რომ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ადმინისტრაციასთან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისმა სამსახურები და საქართველოს მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ღამის საამ საათზე, ადგილზე უკვე სიმშვიდე იყო და საქართველოს […]

145 წაკითხვაიშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჩხაიძის თქმით, პირველ ეტაპზე 5-6 ბავშვის მკურნალობა განისაზღვრა, სამკურნალოდ კი იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო შეირჩა. „გერმანელი ექსპერტისგან პროტოკოლმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღო, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ასეთი კარგი, დეტალური და ინფორმატიული პროტოკოლი ამ დაავადებასთან დაკავშირებით, დღეს […]

259 წაკითხვასამხრეთში უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, თანდათან წინ მიიწევენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე, თანდათან წინ მიიწევენ. სტარომაიორსკის რაიონში ბრძოლები გრძელდება, ჩვენს დამცველები წარმატებას აღწევენ, მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან”, – წერს მალიარი. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მტერი დაკარგული პოზიციების […]

255 წაკითხვა „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა გაანალიზეს, თუ როგორ არის მოწყობილი Malware-as-a-Service (MaaS – malware – მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი), რომელი მავნე პროგრამაა ყველაზე ხშირად გავრცელებული ამ მოდელის მიხედვით და როგორ არის დამოკიდებული Malware-as-a-Service ბაზარი გარე მოვლენებზე. სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის ჩრდილოვანი ინტერნეტის მონაცემების შესწავლის შემდეგ, მათ 2015 წლიდან გამოავლინეს 97 MaaS ოჯახი და დაჯგუფეს ისინი ხუთ კატეგორიად მავნე პროგრამების […]

262 წაკითხვადეკემბერში ჩვენს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით – ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, ეს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის დამსახურებული აღიარება იქნება. „ბოლო […]

198 წაკითხვამინდა შევუთვალო ივანიშვილს და რუსულ დაჯგუფებას, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია – თქვენ საქართველოს ვერ დაამარცხებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ძლიერი საქართველოს იდეიდან გამომდინარე, ყველა უნდა გაერთიანდეს. „ამ ქვეყანას ვერასდროს მუხლზე ვერ დააჩოქებთ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ღირსეული ერი, ღირსების მქონე ადამიანების ერთობლიობა, […]

210 წაკითხვასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება. გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ […]

149 წაკითხვაგერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, უკრაინას უკვე მიეწოდა Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი. სამომავლოდ კი ქვეყანა აპირებს, პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიასთან ერთობლივად ხორციელდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ 100 ასეთი ტანკი გადასცეს. ამასთან, გერმანიამ უკრაინას მძიმე ჯავშანტექნიკისთვის, კერძოდ, Leopard 2 ტანკებისთვის, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო […]

278 წაკითხვათურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, თუ დასავლეთის ქვეყნები შესაბამის ზომებს მიიღებენ. თურქული მაუწყებლის Haberturk-ის ცნობით, ერდოღანი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს პუტინთან უახლოეს მომავალში განიხილავს სატელეფონო კომუნიკაციის გზით, ან თურქეთში ვიზიტის დროს. „რუსეთსაც აქვს გარკვეული მოლოდინები. თუ ისინი გადაილახება, მაშინ რუსეთი მხარს დაუჭერს ამ მარცვლეულის დერეფნის აქტიურ ფუნქციონირებას”, – განაცხადა ერდოღანმა. მისივე განმარტებით, მარცვლეულის ინიციატივის […]