142 წაკითხვასაქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, ევროპარლამენტარებიდან არცერთ მათგანს არ აქვს კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში მდგომარეობს კონკრეტული საჭიროება, რომლის გამოც, ისინი ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მოითხოვენ. როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მიხეილ სააკაშვილის უფლებები პირნათლად არის დაცული. “მერწმუნეთ, ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებენ თქვან მაგალითად, კონკრეტული სამკურნალო პროცედურა, რომელიც სააკაშვილს სჭირდება და საქართველოში არ არსებობს სერვისი უზრუნველყოფილი. […]

113 წაკითხვათურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, პუტინი მასთან “ერთ აზრზეა” მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაზე. თურქეთის პრეზიდენტის სიტყვები თურქულ გამოცემა Daily Sabah-ს მოჰყავს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინი მასთან “ერთ აზრზეა,” რომ მარცვლეულის ინიციატივის მოქმედების ვადები უნდა გაგრძელდეს. “აგვისტოში თურქეთში პუტინის შეხვედრისთვის ვემზადებით. ერთსა და იმავე აზრზე ვართ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე”, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო-სა და […]

143 წაკითხვაპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის შესვლასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩს მადლობა გადავუხადე, ის პირადად იყო ჩართული ამ საქმეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე საუბრის თემა ასევე იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ის, თუ რა სჭირდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ელჩი საქმის კურსში ჩააყენა […]

133 წაკითხვასაბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჰელსინკში ფინელ კოლეგა საული ნიინისტოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „არავის შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება საბრძოლო მოქმედებების დროს. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ომში ჩათრეულები აღმოვჩნდებოდით. მესამე მსოფლიო ომში”, – განაცხადა ბაიდენმა. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, რუსეთი “მუდამ მათ გაგრძელებას ვერ შეძლებს,” […]

132 წაკითხვაკალაძეს თუ მიაჩნია, რომ ეს ხალხი, ვისაც სურს ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაში, არ არის ამ ქვეყნის მეგობარი, ამით კალაძე თვითაღიარებით ჩვენებას აძლევს, რომ რუსული ხელისუფლების წარმომადგენელია, – ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარების ნაწილის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა და ისინი საქართველოს მეგობრები არ არიან. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ სურთ, რომ […]

212 წაკითხვა“ცივი ომის” შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, „უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტში მოკავშირეებმა საკვანძო გადაწყვეტილებები“ მიიღეს. „შევთანხმდით პაკეტზე უკრაინის გასაძლიერებლად და ნატო-სკენ ნათელი გზის მისაცემად. ასევე, “ცივი ომის” შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ, რომლებსაც ზურგს უმაგრებს მტკიცე ვალდებულებები მეტი ინვესტიცია გავაკეთოთ თავდაცვაში”, – წერს სტოლტენბერგი.

175 წაკითხვაუკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “ჩვენი თავდაცვა პირველი პრიორიტეტია. და მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის გადადგან ახალი ნაბიჯები. მეტი იარაღი ჩვენი მებრძოლებისთვის, სიცოცხლის მეტი დაცვა მთელი უკრაინისთვის. უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ,” – წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს ბევრი ორმხრივი შეხვედრა არის დაგეგმილი […]

191 წაკითხვამიმაჩნია, რომ კანონს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თავდაცვის კოდექსს“. როგორც ის განმარტავს, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან, მასში „ნატო-ს და დასავლური პრინციპის წინააღმდეგ არის ყველაფერი ჩაწერილი“. „თავდაცვის კოდექსი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის უნდა იყოს გამიზნული და არა „გირჩთან“ დაპირისპირების იარაღად წარმოჩენილი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. მე, როგორც თავდაცვის სფეროს სპეციალისტი, ამ ინტერესიდან […]

203 წაკითხვაგერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, თურქეთის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ არის დაკავშირებული ნატოში შვედეთის წევრობასთან. „შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი საკითხის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი ნატოში შვედეთის […]

168 წაკითხვაბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთში რუსეთს იმედით უყურებს, როგორც ქვეყანას, რომელიც აფერხებს ანტიქრისტეს სამყაროში მოსვლას. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.   „დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთი, დიდი ყურადღებით და იმედით უყურებს რუსეთს, როგორც უკანასკნელ ციხესიმაგრეს. ბიბლიური თვალსაზრისით, რუსეთი ხდება ბოროტების სრული ბატონობის, ანუ ანტიქრისტეს შემაკავებელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ამ […]