540 წაკითხვარასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის საკითხი პოზიტიურად არ განვიხილეთ – ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხალხმა ხელისუფლებაზე უნდა გაიმარჯვოს და მხედველობაში არ იღებს, რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნებოდა, – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ზელენსკი უნდა მოეწვია. ვოლსკი იმასაც […]

433 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ომის დაწყებიდან მეასე დღეს twitter-ში ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გავიდა 100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე. „100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა. 100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების […]

301 წაკითხვამე ვიცი, რომ ევროპა საქართველოს არ გარიყავს, დარწმუნებული ვარ ამაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებზე საუბრისას განაცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, ქართველი ხალხი ამ სტატუსს იმსახურებს მიუხედავად იმისა, როგორია დღეს საქართველოს მთავრობა. „მე ვიცი, რომ ევროპა საქართველოს არ გარიყავს, დარწმუნებული ვარ ამაში. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ფაქტია […]

635 წაკითხვანამდვილად სიმართლის დროა ევროკავშირისთვის და მისი საერთაშორისო აქტორობის სანდოობისა და ლეგიტიმაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზეა, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. „ამ სტრატეგიულ მომენტში ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ […]

483 წაკითხვაუკაცრავად, თუკი ვინმე იმას გვსაყვედურობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მისცა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას”, მაშინ ეს ხალხი საყვედურობს ქართველ ხალხს, მათ ქართველ ხალხთან საყვედურის უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დასავლელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, როცა ფაქტების საწინააღმდეგოდ განცხადებები ისმის ვინმეს მხრიდან, ამაზე ადეკვატური შეფასების უფლება მათ აქვთ მაშინ, როცა საერთაშორისო დოკუმენტებში რეფორმები პოზიტიურად არის შეფასებული. […]

481 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოახდენს ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად მას ეკუთვნის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა ჩვენგანი იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. რთული ვითარება აღმოსავლეთში განპირობებულია იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის ყველაზე მეტი შეიარაღება, სამხედრო ფორმირებები, ბატალიონები და ა.შ. იქ არის კონცენტრირებული“, – განაცხადა მან. ზელენსკიმ ხაზგასმით […]

391 წაკითხვასაქართველომ წლების განმავლობაში აშკარად დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების გზაზე. ამასთან, შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ის ემთხვევა დროს, როცა ევროკავშირი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს ქვეყნის ტრაექტორიით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, რეფორმების შენელებულმა ტემპმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა. „ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების შენელებულმა ტემპმა წარმოქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს […]

416 წაკითხვადამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? – რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში?- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას. ვოლსკის განცხადებით, გარკვეული რეფორმები საქართველოს განსახორციელებელი აქვს, მაგრამ როცა საუბარია არჩევნებზე, თავად იმ ორგანიზაციამ, რომელსაც ჰარცელი წარმოადგენს, განაცხადა, რომ „გადახრებს” გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე, […]

571 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: ბიძინას ფატალური შეცდომა იყო გახარიას წასვლაზე თანხმობა. მას სწორი არჩევანი რომ გაეკეთებინა, დღეს არც საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ექნებოდა ამდენი პრობლემა. არც პირადი უსაფრთხოების და კეთილდღეობის რისკები შეექმნებოდა. ეს თეორიაა. პრაქტიკულად კი მისი ქმედება კანონზომიერია, რადგან მან ეს ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ამპარტავნებასთან, ზე-ადამიანის მითოლოგიის თვითდაჯერებასთან წააგო, რისი შედეგების გაფორმებაც უკვე გარდაუვალია.

1,942 წაკითხვაევრაზიის ინსტიტუტის ბლიც-გამოკვლევა როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ბევრი რუსი, ბელორუსი და უკრაინელია შემოსული, რომელთა ერთი ნაწილი პოლიტიკურ აქტიურობას ავლენს და რუსეთისა და მისი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურ საქმიანობას ეწევა. ქართველებს უკვირთ, საიდან აქვს ამ ხალხს, რომელთა უმეტესი ნაწილი ახალგაზრდა თაობას ეკუთვნის, ფული – ბინების ქირაობისას არენდის ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ, თან საკმაოდ ნორმალურად იხდიან. მაგრამ ეს ახალგაზრდები ხომ მოწყვეტილნი არიან […]