1,741 წაკითხვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულებას განმარტების ან ჩვენების მიცემას, „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს “112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, […]

2,464 წაკითხვავაჟა გაფრინდაშვილი იმიტომ არის მაგარი კაცი, რომ ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაწესებული და 9 ნოემბრამდე “მოხატული საზღვარი” გადღაბნა. იცით, რა აგიჟებთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს?! რა და, – გამოჩნდა ერთი ქართველი კაცი, რომელმაც ხელი არ მოაწერა, არ აღიარა სახელმწიფო საზღვარი შუაგულ ქართლში! აქამდე ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, – დაატყვევებდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, აღიარებინებდნენ სახელმწიფო საზღვრის დარღვევას, გადაახდევინებდნენ 2000 რუბლს და გამოუშვებდნენ. აქ 2000 […]

1,698 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტმა, ბოლო პერიოდში მის მიმართ ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის თავისუფლად გააგრძელებს სიარულს ფეხით, ივლის სალობიეშიც და იქნება ხალხთან ერთად. „მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში, დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს დიდი დოზით და დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის და არა ხუთკაციანი გამოსვლები. ძალიან […]

1,794 წაკითხვაირაკლი კობახიძესაც კი არასდროს უკადრია, რომ ჩვენ ციხეში შესვლა მოგვეთხოვოს და მას უარი ეთქვას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ერთი თვეა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს ციხეში პატიმრების მონახულების უფლებას არ აძლევს. გოცირიძის განცხადებით, მან ამის თაობაზე არჩილ თალაკვაძეს ხუთჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. „ხდება უპრეცედენტო მოვლენა, რაც არ ყოფილა პარლამენტარიზმის ისტორიაში. ირაკლი კობახიძესაც კი არასდროს უკადრია, რომ ჩვენ ციხეში შესვლა […]

2,009 წაკითხვააქ მთავარი საკითხი არ არის, ბოკერია დამნაშავეა თუ არა. დიდ სურათს რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ხელისუფალი ცდილობს, ქვეყანა მართოს კომპრომატით. ანუ, აღძრას საქმე, ჩაკეტოს სეიფში და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაააქტიუროს კომპრომატი, თუ ესა თუ ის ადამიანი მას შეუქმნის პრობლემას. თუ პიროვნება კომპრომატით მართვადია, მაშინ ის არა თუ ხელშეუხებელია, არამედ კარიერის გაკეთების კარგი შანსებიც უჩნდება. ხელისუფალი უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ გრძნობს, […]

2,210 წაკითხვაპარტია „ევროპული საქართველო“- ს წევრ ელენე ხოშტარიას თქმით, გიგა ბოკერიას დაკავებას ძალიან დიდი რეაქცია მოჰყვება, ამის შესახებ მან „მთავარი არხი“-ს ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში დღეს არის დაბარებული. საქმე ეხება ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს, უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდს.  

1,784 წაკითხვა„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. გიგა ბოკერიას თქმით, პროკურატურაში ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.  „არ ვაპირებ მისვლას. როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ეს არის ძველი, უშიშროების საბჭოს საქმიანობის […]

1,878 წაკითხვათუ შენი ყველა მხარდამჭერის მობილიზაციას აცხადებ მთელ ქვეყანაში, პლუს ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ რესურსს ახმარ, კარგად აფინანსებ და ტრანსპორტით უზრუნველყოფ და შედეგში იმას იღებ, რაც ვნახეთ. ელემენტარული არითმეტიკის მოშველიებით ერთადერთი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი – ქართული ოცნება დღეის მდგომარეობით 5% ბარიერსაც გადალახავდა. გია ხუხაშვილი

2,318 წაკითხვაცხადია, თავისუფლების მოედანი დღეს შეივსებოდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხალხი შეიკრიბა სააკაშვილ-ბოკერიას წინააღმდეგ, ეს იყო უმთავრესი და არა დღევანდელი დღის “ევროპული” შეფუთვა. მეორე- “მარშრუტკებით” ჩამოიყვანეს ადამიანებიო. მერე ვინ გიშლით, თქვენც ჩამოყვანეთ, თუ შეგიძლიათ?! გინდ “მარშრუტკით” და გინდ- მატარებლით, მაგრამ არ შეგიძლიათ და ვისაც შეუძლია, იმათი გშურთ! მესამე- აქ მთავარი ისაა, რომ ხალხი სინამდვილეში სააკაშვილ-ბოკერიას წინააღმდეგ გამოვიდა და და სწორად […]

2,365 წაკითხვააქამდე ხომ საინფორმაციო სიმყრალეს აფრქვევდნენ, ახლა პირდაპირ მყრალი ნივთიერებების გამოყენება დაიწყეს. არის ასეთი პატარა ცხოველი-სკუნსი. მისი ჯირკვლებიდან გამოფრქვეულ მყრალ ნივთიერებას ვერცერთი არსება ვერ უძლებს. ამ პოლიტიკურ სკუნსთან თანაცხოვრებამ,  ანუ კოჰაბიტაციამ ოცნება ზნეობრივი და პოლიტიკური ყნოსვის ატროფიით დაავადმყოფა. ქვეყანა აქოთდა. მაგრამ საინფორმაციო შხამები საკმარისად არ მოეჩვენა “ევროპულ(!) საქართველოს. ამიტომ პირდაპირ ქიმიურ ომზე გადავიდნენ. ეს არის იმ აბსურდის მატერიალიზაცია, რომელმაც მოიცვა […]