2,051 წაკითხვაპარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მასთან ერთად აქციაზე მივიდა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი. პარლამენტის წინ აქცია უკვე ორი საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდებენ.  

1,433 წაკითხვაპოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS” -თან არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ამბოხებულმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება, პოლიტიკური პარტია იმ დეპუტატებთან ერთად შექმნას, რომელსაც სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გარიცხავს. ამასთან, როგორც ექსპერტი გვეუბნება, ოქრიაშვილის ახალი პარტია, სავარაუდოდ, ალიანსში “ქართულ ოცნებასთან“ შევა. „პარლამენტში განვითარებულ პროცესებს ორი მიზანი აქვს: პირველი, იქმნება პლათფორმა ოქრიაშვილისთვის ახლი პარტიის შექმნის მიზნით. […]

1,906 წაკითხვათბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ბიზნესმენის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. საქმეზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ ვინ დააკავეს კონკრეტულად. “ნიუპიოტის” ინფორმაციით კი დაკავებული სწორედ ბექა კვიციანია, რომელსაც პოლიცია 3 დღის განმავლობაში ეძებდა. „ნიუპოსტისვე“ ინფორმაციით, სწორედ კვიციანმა მიაკითხა ცხადაძეს ისანში, სადაც გარდაცვლილს ავტონაწილების მაღაზია გქონდა და ის მანქანაში ჩაისვა. […]

1,883 წაკითხვათბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის გახსნას ადასტურებენ, თუმცა დაკავებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ. უწყების განმარტებით, ერთი მამაკაცი დაკავებულია, როგორც ბრალდებული”- წერს სააგენტო. ბექა კვიციანი მოკლულის შვილის ნათლიაა.

1,788 წაკითხვაპროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება: „ან ხვალ ივანიშვილი მიიღებს პროპორციულ სისტემას, ან უახლოეს ხანში ძალიან ცუდად დაამთავრებს“ – წერს სააკაშვილი.

2,353 წაკითხვაკენჭისყრა გადადეს ხვალისთვის. დღეს, თურმე კანონის მოწინააღგმდეგეთა რიცხვს მოუმატია და ჩაგვივარდებაო. მაინც სათუოდ ვიტყვი შემდეგს: თუ ეს სპექტაკლი არაა, ე.ი. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიაში კარგავს ავტორიტეტს, რადგანაც, როგორც ამბობენ, იგი კატეგორიულად ითხოვს ყველასგან პროპორციული სისტემის მხარდაჭერას, მაგრამ მას ეურჩებიან მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარი პარტიიდან. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ზვიად კვაჭანტირაძე

1,270 წაკითხვასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, – შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი. მიხეილ […]

2,024 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს. 12 ნოემბერს სანდრო ბრეგაძე და “ქართული მარშის” რამდენიმე წევრი ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა შეხვედრა […]