1,641 წაკითხვაფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პარლამენტში ბოლო დღეებში ინიცირებულ კანონპროექტებს „ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტს“ უწოდებს: „დღეს და ხვალ, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ. ესენია: 1. ცვლილებები კონკურენციის კანონში, რომელიც ანტიმონოპოლიურ სამსახურს აძლევს ბიზნესის დაჯარიმება-დატერორების უფლებას; 2. ცვლილებები კომუნიკაციის კანონში, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელს აძლევს საკუთრების გასხვისების უფლებას მესაკუთრის ნების გარეშე; […]

1,354 წაკითხვა„ბევრი არ ემხრობა იდეას, რომ ცალკე გავიდნენ, ამიტომ ვაცალოთ. თავად მიხეილ სააკაშვილიც მომხრეა, რომ შენარჩუნდეს ეს ფორმატი „ძალა ერთობაშია“ და ბლოკით გამოვიდეთ არჩევნებზე“ ამბობს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თაკო ჩარკვიანი, მისი თქმით: „ვადროვოთ. თუ თვითონ მოინდომებენ, რომ უნდათ გასვლა, ვინ გადაუდგება წინა?! ვერავინ. თუ რამეს ვერ დააბრალებ ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილს, მას ამას ვერ დააბრალებ. მე არ მაქვს შორიდან ინფორმაცია. […]

2,663 წაკითხვა2020 წლის საპარლამენტო არჩევნების „ქართული ოცნების“ სიაში შესაძლოა, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ. ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ. „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს […]

2,051 წაკითხვა„პარტია „მომავალი საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“ – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა განაცხადა. გიორგი ლაღიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულიპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. „ქვეყანაში  არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ, დღეს მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით და მოვითხოვთ მხარდამჭერთა ბლანკის გადმოცემას. ვიწყებთ საქართველოს მასშტაბით შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას, რათა […]

1,134 წაკითხვაეს არის გარკვეული ქმედება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ეს არის ქმედება, რომელიც უფრო გაფრთხილებისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე დასჯისთვის, – ასე შეაფასა გია ხუხაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი. „აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან გადადის იძულების ფაზაში, ეს არის გზავნილი, რომ ისინი არ ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას იმ დემოკრატიული სტანდარტებისა და ინსტიტუტების დამოუკიდებელობის განმტკიცების თვალსაზრისით რაიმე […]

1,944 წაკითხვათეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, მამუკა მდინარაძე და გაიოზ ვასაძე – „ქართული ოცნება“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს ამ ოთხი პირიდან აარჩევს. როგორც „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მათ შორის „საუკეთესოს“ შერჩევა საბურთალოს რაიონის ამომრჩევლის კარდაკარ გამოკითხვით, სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე ხდება. „ოცნების მარადმინისტრი“ თეა წულუკიანი რომ იუსტიციის 8 წლიანი მინისტრობის სავარძელს ემშვიდობება, ამას წულუკიანის გარემოცვის წევრებიც ადასტურებენ, რადგან წულუკიანს „მინისტრის ჩემოდანი“ უკვე ჩალაგებული აქვს. […]

1,364 წაკითხვაამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში არ ცხრება. ამჯერად, სენატორმა რიშმა 2021 წლის ამერიკის  თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზნად საქართველოსთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიული მდგომარეობასთან დაკავშირება სახელდება. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ცვლილებათა საკანონმდებლო პროექტში საუბარია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებსა და 8 მარტის შეთანხმებაზე.  გარდა ამისა, ამ დოკუმენტში დეტალურად , […]

1,378 წაკითხვარეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მორიგი ზეპირი მოსმენა გაიმართა, სადაც ჯგუფის წევრებმა მუნიციპალიტეტების მერებს მოუსმინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტების მერებმა სამუშაო ჯგუფს ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია გააცნეს და თემატური ჯგუფის ფორმატში, ძირითად აქტორებთან ერთად განიხილეს […]

1,777 წაკითხვა„ეს ხომ ერთი დაჯგუფებაა! ერთსა და იმავე სტილში იქცევიან – „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერიას“ პრინციპით. გერმანიის ელჩმა რა თქვა? ხელი ხომ არ დაუდია ვინმესთვის? მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ თავისი შეცდომებით, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო რუსეთს. შეიძლება, ამას არ დაეთანხმო ან დაეთანხმო, მაგრამ ბრალდებები ამ თვალსაზრისით არ შეიძლება“ – ამბობს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილი. მისი თქმით: […]