პეტრე ცისკარიშვილი – ყველამ მივიღეთ ჯენტლმენური შეთანხმება

284 წაკითხვა

ჩვენ, ყველამ მივიღეთ ჯენტლმენური შეთანხმება, რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატს ვუჭერ მხარს, უფლებამოსილება ჩვენს ფინანსურ განყოფილებას, ბუღალტერიას გადავაბარე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებები “აბსოლუტურად” მისაღებია და ასევე ისიც, რომ “სხდომამ ძალიან კონსტრუქციულად” ჩაიარა.

მან ისაუბრა შიდა არჩევნების ჩატარების ფორმატზეც და განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დროს მთავარია ამომრჩეველთა სიები გარე ძალებისგან თავისუფალი იყოს.

„ჩვენ ყველამ მივიღეთ ჯენტლმენური შეთანხმება. რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატს ვუჭერ მხარს, უფლებამოსილება ჩვენს ფინანსურ განყოფილებას, ბუღალტერიას გადავაბარე, რომ თანაბრად, ობიექტურად განიკარგებოდეს (ისედაც ასე განიკარგებოდა) თანხები, არ არის დიდ სახსრებსა და რესურსებზე საუბარი. გასაგებია, თანხების 80-90% ცენტრალური ოფისის ხელფასებზე მიდის, მაგრამ სხვა კომუნალურის გარდა, საწვავის ხარჯები, გადაადგილების რესურსები, ბუღალტერიამ, ჩვენმა ფინანსურმა განყოფილებამ ცენტრალური ოფისის თანამშრომლებმა განკარგონ, რომლებიც ყველა კანდიდატის მიმართ აბსოლუტურად ნეიტრალურები და ობიექტურები იქნებიან.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, [არჩევნების ჩატარების] წესს და ასე შემდეგ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, ჯობდა ცოტა ადრე ჩატარებულიყო, მაგრამ კობა ნაყოფიას და სხვებს ჰქონდათ მოსაზრებები იანვრის ბოლოსთან დაკავშირებით და ჩვენ გავიზიარეთ.

Next Post

"პუტინი უკვე "ტრუპია" რა, რუსეთი უკვე ჩამოშლილია - დავით აქუბარდია (ვიდეო)

ორშ დეკ 12 , 2022
284 წაკითხვა“პუტინი უკვე “ტრუპია” რა, მაპატიორ ღმერთმა ჟარგონისთვის. აღარ არის ნუ, ფაქტობრივად რუსეთი უკვე ჩამოშლილი და ჩამონგრეულია”- განაცხადა დავით აქუბარდიამ საკუთარ გადაცემაში, ლევან სამუშიასთან საუბრისას.

შესაძლოა მოგეწონოთ