დმიტრო კულება – ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია

147 წაკითხვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის მიერ უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ შემდეგ ეპიზოდებს ელოდება.

„შემდეგ ეპიზოდებში: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანი მიღწეულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას. ყირიმი აღარ იქნება ტვირთი რუსეთის ბიუჯეტისთვის, რომ ნაცისტები მხოლოდ რუსეთში არიან დარჩენილი. უკრაინაში რუსი სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგები, რომლის მოცულობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს, რუსეთს დაეხმარა გაერკვია, როგორ არასწორად მოიქცა და საბოლოოდ გააძლიერებს. რუსეთი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“, – აცხადებს კულება.

კულებას თქმით, თანამედროვე რუსეთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია.

ამასთან, კულებას განმარტებით, უკრაინა მართალია, როდესაც პარტნიორებს ეუბნება, რომ ვლადიმერ პუტინი შეძლებს რუსებს ყირიმის და მთელი უკრაინის დაკარგვა აუხსნას.

„პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არ შეგეშინდეთ გლობალური ცვლილებების და არ შეწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ახალ იარაღზე, საერთაშორისო კოალიციის გაძლიერებაზე, მხარი დაუჭიროს მშვიდობის ფორმულას და უკრაინის აღდგენას. ეს ყველაფერი იქნება“, – აღნიშნავს კულება.

Next Post

ლევან ხაბეიშვილი - გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, ისტერიკები ჰქონდათ - უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ გაერთიანებებს, თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იქნება

კვი ივნ 18 , 2023
147 წაკითხვაგაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ – უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს, თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია. „გაერთიანებაზე 2 კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ. მე მათ […]