ვლადიმერ პუტინი – რუსეთის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს – ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია

208 წაკითხვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო მოხელეებს მხოლოდ და მხოლოდ რუსული წარმოების ავტომანქანებით – „მოსკვიჩებითა“ „ლადებით” გადაადგილება უბრძანა.

რუსული მედიის ცნობით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩინოვნიკებისთვის იმპორტული ავტომობილების შესყიდვის აკრძალვის შესახებ პუტინმა ერთ-ერთი თათბირის დროს გაახმოვანა.

„ქვეყნის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს. ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია. პირიქით, უფრო კარგიც არის. ყველა ჩვენ ჩინოვნიკს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა რუსული ბრენდების, ავტომობილების და სხვა პროდუქციის განვითარება”, – განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ იმპორტი უნდა იყოს, მაგრამ ისეთი „საბაზისო რამ“, როგორიც არის ავტომობილი, რუსული წარმოების უნდა იყოს.

Next Post

„ევროპელი სოციალისტები" პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ

ხუთ აგვ 3 , 2023
208 წაკითხვა„ევროპელი სოციალისტები” პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ. ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “სააკაშვილი აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში”, 2008 წელსაც მათი დავალებით მოქმედებდა და ახლა სააკაშვილის გასათავისუფლებლად მასშტაბური კოორდინაცია მიმდინარეობს. “საზოგადოება კარგად ხედავს, რა მასშტაბის კოორდინაცია მოქმედებს იმისათვის, რომ ციხიდან განთავისუფლდეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის […]

შესაძლოა მოგეწონოთ