483 წაკითხვა„მიიღეთ ეს მუქარა ჩვენგან, განახებთ როგორია გაბრაზებული მედია“- ამ სიტყვებით მიმართა ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ მთავრობას საპროტესტო აქციაზე, სადაც TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აბრალებენ.

588 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: ივანიშვილს ისტორიულად გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა: აღიაროს, რომ ხელისუფლებაში არსაიდან მოიყვანა უინტელექტო, უზნეო და უტიფარი დაჯგუფება, რომელსაც არ უყვარს სამშობლო, პატივს არ სცემს სახელმწიფოს და ძალაუფლების მეტი არაფერი აინტერესებს. დაიბრუნოს პასუხისმგებლობა, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ერთადერთი მისიით – ჩაატაროს გამჭვირვალე, კონკურენტული, სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები. ისეთი არჩევნები, რომელშიც დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს. ჩაატაროს და წავიდეს… ეს კარგი წინადადებაა […]

389 წაკითხვაჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე – ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მედიის გარდა ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. „არავითარი არჩევანი გადადგომის გარდა მთელი ხელისუფლების, მთელი მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, სამარცხვინო კაციჭამია […]

808 წაკითხვასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს […]

1,161 წაკითხვასოციალური ქსელის მომხმარებელი ნინა გაბუნია, ლგბტ თემის წარმომადგენლებს პასუხობს, ვინც ამბობს, რომ ქართველები სექსუალურ უმცირესობებს ჩაგრავენ, ამის საპირისპირო მაგალითად კი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი მოჰყავს, რომელიც ასევე ამ უმცირესობას ეკუთვნოდა. „ძველ თბილისში, მანთაშოვის სავაჭრო, კერძოდ კი ბამბის რიგში, 2004 წელს ზარ-ზეიმით გაიხსნა ცნობილი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ქანდაკება. იური მეჩითოვის შესანიშნავი “ცაში აფრენილი ფარაჯანოვის” ფოტოს მიხედვით. მოქანდაკე ვაჟა მიქაბერიძე გახლდათ.საზღვარგარეთიდან ჩამოსული […]

826 წაკითხვააქცია „სახელმწიფოს პანაშვიდი!“ რომელიც პარლამენტთან დღეს უნდა გამართულიყო აღარ შედგება. აქციის ორგანიზატორებმა შეკრება მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც მათი თქმით პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ აპირებენ, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ. „ჩვენ ვგეგმავდით, რომ ეს აქცია ყოფილიყო სიმბოლური და ამ ჯვართან, რომელიც, ჩვენი აზრით, არის სახელმწიფოს, სეკულარული სახელმწიფოს პანაშვიდი, გვინდოდა მიგვეტანა […]

918 წაკითხვაინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ გუბაზ სანიკიძემ სექსუალური უმცირესობების თემაზე ისაუბრა: „რაც შეეხება სექსუალური უმცირესობის თემს, მე კანონმდებლობით ვალი მაქვს მოხდილი მათი უფლებების დასაცავად და შესაბამისი კანონისთვის ხმა მაქვს მიცემული. მე არ ვარ მათი მომხრე და მათი გულშემატკივარი და მე ნურავინ დამავალდებულებს, რომ პრაიდის თემი დავიცვა. მათი უფლება თუ ირღვევა, ეს ხელისუფლებას უნდა მოვკითხოთ. ანტიდისკრიმინაციული კანონისთვის ხმის მიცემა ჩემთვის მძიმე […]

874 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პარტიის ლიდერის განცხადებით, მისი პარტია სასტიკად გმობს ძალადობრივი ჯგუფების მიერ, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას. და ხელისუფლებას დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებს: „ეს არ არის ქართული საზოგადოების ნამდვილი სახე, ჩვენ უძველესი ევროპელი ერი ვართ, ხოლო, საქართველოს მომავალს ასევე თანამედროვე ევროპაში ვხედავ, სადაც ჩვენ უნდა შევიდეთ ჩვენი ტრადიციებითა და ეროვნული […]

1,208 წაკითხვათბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გია ხუხაშვილი ფესიბუქში ასე გამოეხმაურა: „მშობლებო, თუ თქვენ ეთანხმებით იმას, რაც გუშინ ხდებოდა, ხვალიდან აუკრძალეთ თქვენს შვილებს შორტებით, ფერადი მაისურებით, თავგადაპარსული, ან გრძელი თმებით, მაკიაჟით ქუჩაში გასვლა… აუკრძალეთ იმათთან ურთიერთობა, ვინც ამ წესებს არ იცავს. თუ გააპროტესტებენ, სახლში დააბით, რადგან მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია… და თუ არ ეთანხმებით, დაიცავით მათი და ამ ქვეყნის […]

1,063 წაკითხვა– როგორ იღუპებიან ბათუმში, უყურადღბოდ მიტოვებული, დაუძლურებული ცხოველები ნაგავსაყრელზე, სადაც ბულდოზერი მუშაობს. ფოტო და ვიდეო მასალა, ცხოველების  მოყვარულთა ერთ-ერთ ჯგუფში ვრცელდება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ბათუმის მერია/Batumi City Hall საქართველოს მთავრობა იცით რა დანიშნულება აქვს ნაგავსაყრელზე ბულდოზერს??? მან უნდა გადაუაროს და გადატკეპნოს ნაგავი. ამ დროს ნაგავზე გადაყრილი ათეულობით ძაღლი თავს გაქცევით შველის. გაქცევით რომელიც სამწუხაროდ ყველა ძაღლს აღარ შეუძლია. უნდა […]