253 წაკითხვაჩემი ამოცანა რომ იყოს სადღაც ტრიბუნაზე დგომა და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, ესეც შეიძლება, მაგრამ რა შეიძლება იყოს ამის შედეგი, ეს უკვე ნანახი მაქვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ამით სახალხო დამცველმა უპასუხა მის მიმართ კრიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას, არასაკმარისად აქტიურობისა და მკვეთრი განცხადებების ნაკლებობის შესახებ. ლევან იოსელიანის განმარტებით, მისი მიზანია, რომ კონკრეტული უწყებების მიერ მისი რეკომენდაციების გაზიარების […]

156 წაკითხვასაქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მესიჯი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიის კანცლერმა დაიბარა და მას წამმზომი ჩაურთო, ოპოზიციის შემუშავებულია და კობახიძის შეფასებით, ეს გამოხატავს ოპოზიციის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ. კობახიძემ ოპოზიციას […]

137 წაკითხვაკანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, კანადის პრემიერი კიევში უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალს ეწვია და პრორუსულ ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. ნატო-ს წევრმა კანადამ უკრაინას, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია.

142 წაკითხვა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ. „ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ […]

134 წაკითხვა„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, ერთმანეთზე თავდასხმით, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს. როგორც მან აღნიშნა, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიციაა, შიდა ოპოზიციურ განხილვებში მონაწილეობა არ მიიღოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრინციპული პოზიციაა, რომ შიდა ოპოზიციურ განხილვებსა და კინკლაობებში მონაწილეობა არ მიიღოს. მაგალითად, თუ „ლელოს“ არ სურს, არავინ აძალებს, რომ ჩვენთან ერთად დადგეს. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ოპოზიცია სამ ძირითად საკითხზე უნდა შეთანხმდეს. […]

119 წაკითხვაგერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბარს გეგმავს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შოლცმა ნიურნბერგში გერმანიის პროტესტანტული ეკლესიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ”მე ვაპირებ ამის გაკეთებას მალე”, – დასძინა კანცლერმა.

144 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. სიტყვა „ნაცი“ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოიცავს, არამედ სხვა პარტიებს, რომლებიც მათი კლასტერები არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე რისკი არსებობს, ამაში დამნაშავეები „გარე დავალებების შემსრულებლები“ არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ […]

167 წაკითხვასაქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას. ელჩის თქმით, ის მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს კავშირს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან […]

155 წაკითხვასალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე. სურთ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლანი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ამოცანა, ამიტომ სურთ, ეროვნულ ბანკში წამყვანი პირები მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ. „გადაწყვიტეს, დაძლიონ […]

135 წაკითხვაახალი პოლიტიკური ცენტრი შესაქმნელია არა პარტიების გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალების შემომატებით – არჩევნების შემდეგ, მკვეთრად პროდასავლურ სახელისუფლებო კოალიციაში „ქართული ოცნების” ადგილს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯერ8ჯერობით კონსულტაციები არავისთან მიმდინარეობს. უსუფაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მრავალპარტიული კოალიციის შექმნაა შესაძლებელი, ხოლო არჩევნებამდე მრავალპარტიული ბლოკის შექმნა მოქმედი კონსტიტუციით შეუძლებელია. „ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, მომავალი არჩევნების შედეგად, საქართველომ მიიღოს […]