563 Views„დღეის მდგომარეობით, ქალაქში A კატეგორიის დაახლოებით 11 000 ტაქსია რეგისტრირებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, რეფორმა შედგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. „ჩვენ განვახორციელეთ ტაქსის რეფორმა, რომელიც მართლაც წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე. A კატეგორიის ტაქსები ქალაქში დაახლოებით 11 000-ია რეგისტრირებული, რომელიც ქალაქის […]

619 Viewsსაგარეო საქმეთა მინისტრის,  დავით ზალკალიანის განცხადებით, გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება. ზალკანიანის თქმით, ამაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა. „მსგავსი შეხვედრა არ იგეგმება. ამაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი. ჩვენ მსგავს შეხვედრაზე არ ვმუშაობთ და არც ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი შეხვედრის დროს არანაირ მომავალ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი”, – განაცხადა ზალკალიანმა.

1 796 Viewsმოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძნობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს მიმდინარე ფორუმი მისი ორი წინამორბედი ფორუმის წარმატების გამოძახილია. ღონისძიებას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება. „ისტორიულად საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა „აბრეშუმის გზის“ განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, […]

482 Viewsდაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურა პირველი ნოემბრიდან შედის ძალაში. ცვლილების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. საზღვარგარეთ აღებულ ამ […]

755 Views„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საშუალებას მოგცემს, ჩვენი ინტერესები განვახორციელოთ მოსკოვში“ – ეს განცხადება პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ 20 ოქტომბერს, ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე“ გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა. რცხილაძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია რუსეთთან ეკონომიკური ხასიათის საკითხების დასმა და გადაწყვეტა. „მეგობრებო, ძალიან ცოტაა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მოვითხოვოთ. მაშინ რა გამოდის, ივლისამდე რომ იყო ეს მიმოსვლა, ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში […]

1 576 Views1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9701 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9701 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3158 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3088 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0070 ლარი შეადგინა.

414 Viewsპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა. გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. კენჭისყრა ფარული იყო. სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი იყო. პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

484 Viewsსაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არც პოლიტიკოსის განცხადებას არ შეესაბამება. „კალაძეს ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. ესაა ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების ენა. მე არ ვთვლი მისთვის პასუხის გაცემას საჭიროდ,”-აღნიშნა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხაზარაძეს ანაკლიის პორტის აშენებისთვის არც […]

507 Viewsსაქართველოს პარლამენტში დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის დაწყებამდე დაიწყო, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. მედიის წარმომადგენლები საკომიტეტო დარბაზში ინციდენტს იმ დროს შეესწრნენ, როდესაც დეპუტატები ერთმანეთზე ფიზიკურად იწევდნენ. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამის დაკონკრეტებისგან დეპუტატები თავს იკავებენ.

536 Viewsმოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, The Movement TV-ისთან ინტერვიუში პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე ილაპარაკა. როგორც ხაზარაძე ამბობს, რომ იძულებული გახდა და ეს მისი სურვილი არ ყოფილა. „პირველ რიგში ჩვენ არ დავპირდებით ადამიანებს არარეალურ ამბავს. ჩვენ ვეტყვით სიმართლეს. უნდა უთხრა, სადა ვართ დღეს. ეს პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯია, რომ უნდა უთხრა, რომ შენი ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო. შენი […]

mediapress.ge@gmail.com