1,545 წაკითხვაბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში გამოიკითხა. ლობჟანიძის ინფორმაციით, სამართალდამცავებთან ერთად მის ლეპტოპში არსებული ინფორმაციის დათვალიერება მოხდა, რის შემდეგაც ლეპტოპი და დამტენი დაილუქა. მისივე თქმით, ინფორმაცია „ფეისბუქის“ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფს შეეხება. „გამოძიებას მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც მქონდა მოძიებული ლეპტოპში. უშუალოდ ჩემი თანდასწრებით მოხდა ამის დათვალიერება. ამის შემდეგ ლეპტოპი და დამტენი დაილუქა, შემდგომში […]

1,212 წაკითხვადღეს თბილისში მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს. „პრაიმტაიმს“ მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი დეტალურად უყვება, როგორ გადაარჩინა მცირეწლოვნები. „ღია ცეცხლი იყო, ორი ჯგუფი ვმუშაობდით. სანამ ბიჭები სადარბაზოს მხრიდან აწარმოებდნენ კარის გაღებას, მეექვსე სართულიდან თოკით და ერთი აირწინაღით ჩავედი დაბლა სართულზე. იქ სამი მცირეწლოვანი დამხვდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამასობაში სახანძრო ავტოკიბე იწყებდა გაშლას. სანამ ყველაზე პატარას აირწინაღს მოვარგებდი, შუათანამ მითხრა, ჯერ […]

982 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს კითხვას, რას ფიქრობ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე. მან დღეს ჟურნალისტის კითხვას შემდეგი პასუხი გასცა – მიხეილ სააკაშვილმა გაკეთა განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებაზე, თქვენი შეფასება როგორია? – ვინ? ვინ არის? – თქვენი შეფასება როგორია, მისცემთ თუ არა მოქალაქეობა? – პასუხს მოგცემთ ახლავე, მე მინდა მოგილოცოთ მარიამობა, შეგეწიოთ მისი მადლი. შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს საქართველოს […]

1,769 წაკითხვაპირველი არხის თანამშრომელს, ჟურნალისტს, მარიამ ჭელიძეს დახმარება სჭირდება. მარიამი რამდენიმე წელია, ებრძვის მძიმე დაავადებას. ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარიამს აქვს აგრესიული ფორმის მეტასტაზი, რისთვისაც საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. მარიამს სჭირდება თურქეთში გამგზავრება და მკურნალობის გაგრძელება. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა გადარიცხოთ ანგარიშის ნომერზე – GE96TB7722645061600017, მიმღები მარიკა ჭელიძე.

1,560 წაკითხვასამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება და  ბოლოდროინელ განცხადებებს აფასებს, რაც მისი თქმით, აზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ირიბად ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე გამოდის „ლიდერი მაშინ ხარ, როცა გაქცევას წაქცევა გირჩევნია. გაქცეული მიშა ოპოზიციის აქტივი კი არა, მისი სისუსტეა და ამ უპასუხისმგებლო გამოხტომებით იგი პოლარიზაციის გაღრმავებაზე, მაშასადამე “ქართულ ოცნებაზე” მუშაობს. ყოველი მომდევნო საჯარო გამოსვლისას უფრო და უფრო აშკარაა, რომ […]

12,239 წაკითხვანანიკო ხაზარაძის პოსტი ფეისბუქში: „ვისაც ჩემზე უფრო გიყვართ მამაჩემი, გელოდებით ყიფშიძის 16 ნომერში. თქვენ გექნებათ იზოლირებული ოთახი და ტელევიზორი, კვება თავისთავად. მამას ალცჰაიმერი აქვს. ალცჰაიმერის დაავადება — თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. ვისაც შეხება არ ქონია ამ დიაგნოზთან, რთულად გაიგებს მის ხასიათს, რომელიც ფაზებით ხასიათდება. თავიდან შეუმჩნევლად მიდის ყველაფერი და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ რომ […]

1,928 წაკითხვაშატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ […]

1,387 წაკითხვა„სიმართლე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში არსებული სიტუაციის შესახებ“– ამ სათაურით ავრცელებს განცხადებას თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც გთავაზობთ. „ა.წ. 21 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრომ მასმედიაში გაავრცელა განცხადება და წერილი, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს ა.წ. თებერვალში მიღებული ჰქონდა ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე, რომელიც თითქოს არ გამოვიყენეთ და შესაბამისად, ცენტრის მიერ პაციენტების მიღების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა […]

3,259 წაკითხვაპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო. ინფორმაცია განახლებულ რუსთაველზე და დარგულ ნერგებე თბილისის მერიამ გუშინ გაავრცელა. იგივე ინფორმაცია გაავრცელა თავის გვერდზე ქალაქის მერმა, კახა კალაძემაც. “ალიას” მოაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს განახლებულ რუსთაველზე გავიდა რამდენიმე მამაო, რომლებიც ითხოვდნენ ოლეანდრას ამოღებას რუსთაველის ტერიტორიიდან, რადგან ეს მცენარე […]

1,707 წაკითხვათბილისში, 29 ივნისს 24 წლის გოგონას, სევას ყოფილმა შეყვარებულმა შალვა გოგოლაძემ ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა. ახალგაზრდა გოგონა ამ დრომდე საავადმყოფოშია და მას საზოგადოების ფინანსური დახმარება სჭირდება. „გახსოვთ ალბათ ცოტა ხნის წინ თბილისში მომხდარი ამბავი, რომელმაც ყველას კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამხელა საფრთხის წინაშე არიან ქალები ყოველდღიურად. 29 ივნისს 24 წლის სევას ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად […]