436 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მიდგომაა, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყოველდღიური წნეხის მიუხედავად, ევროინტეგრაციის გზაზე იაროს, რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანი კი ქვეყნის მომავლის შეცვლა და ამ გზიდან გადახვევაა, რასაც საქართველო არ დაუშვებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და რუსეთის მიერ გასულ კვირას, მოლდოვას საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე კითხვას უპასუხა. კითხვაზე: რა უნდა გააკეთონ სახელმწიფოებმა იმისთვის, […]

383 წაკითხვაპარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ინიცირებისთვის “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტი წარედგინება.   პროექტი, რომლის ინიციატორია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად – ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში […]

438 წაკითხვაის ხალხი, რომელსაც ვიცნობ – ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, იდეოლოგიურად ყოველთვის იქ იყვნენ, რაზეც დღეს საუბრობენ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სიბნელეში, რომელიც პირდაპირი გზა არის რუსეთისკენ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ საუბრისას განაცხადა. თინა ხიდაშელის შეფასებით, „ეს ხალხი პოლიტიკურად კიდევ უფრო შორსაა წასული ვიდრე „პატრიოტთა ალიანსი“ და უფრო დიდ უფსკრულში იმყოფება“. მისივე თქმით, „ხალხის […]

317 წაკითხვაპარლამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 3 ოქტომბერს წარედგინება. მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით სამინისტროების დაფინანსება იზრდება. პროექტის გათვალისწინებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 მლრდ 798,7 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია – 771.1 მლნ ლარით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა ერთი მილიარდ 978,6 მლნ ლარით, რაც 2022 წლის […]

249 წაკითხვა“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დააზიანოს და ფარსი შექმნას. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, 3 კანდიდატია სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული, რასაც მხარს უჭერს. ვაშაძის თქმით, ამ 3 კანდიდატის გარდა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვას დაუჭერს მხარს, “ქართული ოცნების” სატელიტი იქნება. “ერთ-ერთი კითხვა არის, რატომ შეიქმნა ის ფარსი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, რომელიც დღეს გვაქვს. მინდა კიდევ […]

320 წაკითხვაბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-მა საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც მთავრობამ უარი თქვა. „მთელ მსოფლიოში მოვუწოდებთ პარტნიორებს და მოკავშირეებს, შეძლებისდაგვარად გააკეთონ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ, […]

424 წაკითხვაარ შეიძლება, არ აღვნიშნო რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა. მისი თქმით, მოხარულია, რომ ხელი არ აქვს მოწერილი ბელარუსში საქართველოს ახალი […]

268 წაკითხვაპრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლაზე ოპონენტების განცხადებები „უსუსურ გაბრძოლებას“ ჰგავს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ზუსტი შეფასებები იყო. „ზუსტი შეფასებები გავიგონეთ, რომელიც მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს ეხება, არამარტო რეგიონისთვის, საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის საგანგებო საკითხია რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში და მიმდინარე საომარი მოქმედებებით საფრთხე შეექმნა მთელ მსოფლიოს, ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველოსთვის ეს არის უდიდესი გამოწვევა. გარდა […]

270 წაკითხვაროდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ, გადმოვედი შუაღამისას – ტრაგიკომედიაა, – ასე უპასუხა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ალეკო ელისაშვილის კითხვას, „ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე ამ ადგილას უნდა აშენებულიყო“. მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი უხერხულობას ქმნის, თუმცა „დიდიც არაფერი შავდება“. „არ ვიცი, ბატონო ალეკო, კონკრეტული […]

299 წაკითხვაომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო დგას უკრაინის გვერდით. „საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული […]