245 წაკითხვა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებას ხელისუფლება არ დაუბრუნდება. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ანულირებულ შეთანხმებას ვერავინ დაუბრუნდება. „რაც შეეხება 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებას, რომელიც ანულირებულია მათ გამო, რომ 100 დღე არ აწერდნენ ამ დოკუმენტს ხელს, რა თქმა უნდა, ასეთ შეთანხმებას ვერავინ ვერ დაუბრუნდება… ანულირებულ შეთანხმებას როგორ დავუბრუნდეთ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია“, – განაცხადა […]

528 წაკითხვაკოალიციად ფორმირების არანაირი გეგმა არ გვაქვს, მგონია, რომ ეს არარსებული ფაქტებით ნიუსის შექმნის მცდელობაა – პროევროპული ერთობა ისედაც არსებობს, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას “ლელოს, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “გირჩი -მეტი თავისუფლებასა” და “დროას” კოალიციად ფორმირების თაობაზე. რაც შეეხება პროევროპული ოპოზიციური ძალების ერთიანი მოძრაობის ჩამოყალიბების თაობაზე გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, პროევროპული […]

379 წაკითხვარასაც ჟურნალისტები საჯაროდ აღიარებთ, რომ თქვენი პოზიტიური ვალდებულებაა, ეს აისახება კანონმდებლობაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. როგორც თალაკვაძე აცხადებს, დემოკრატიულ საზოგადოებაში და თავისუფალი მედიის პირობებში, არანაირი პრობლემა არ არის იმაში, თუ ადამიანს ექნება კანონით დაცული საშუალება, წარმოადგინოს პოზიცია იმ საკითხებზე, რასაც მედია აშუქებს. “თქვენ ჟურნალისტები, მაინტერესებს, როცა სიუჟეტს აკეთებთ, გაქვთ, თუ არა […]

690 წაკითხვააირია ვითარება ისედაც პერმანენტულად არეულ საქართველოში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, არ ცხრება ყაყანი ყბადაღებული “მეორე ფრონტის” შესახებ.  ფაქტია, რომ საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორის” ოფიციოზის არც ერთ წარმომადგენელს, განსხვავებით უკრაინის ოფიციოზისგან, არასოდეს უთქვამთ პირდაპირ ან ირიბად „მეორე ფრონტის” გახსნის აუცილებლობის შესახებ. თუმცა “გადამდგარი” ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებიც “ექსპერტებად” და ლობისტებად გვევლინებიან, პირდაპირ მოითხოვენ, რომ საქართველო ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდეს. ეს კი, […]

363 წაკითხვაპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. პარლამენტში გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას ოპოზიციაც მხარს დაუჭერს. „მიმდინარე წლის 20 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ გენერალურ აუდიტორს. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე […]

514 წაკითხვა„ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე კახა კახიშვილის, ირაკლი მეძმარიაშვილისა და ზაზა ლომინაძის კანდიდატურები დაასახელა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათი არჩევა მომდევნო კვირაში სესიაზე მოხდება. „დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატურები, ამიტომ გთავაზობთ გუნდის გადაწყვეტილებას. ჩემი ხელმოწერით საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი, […]

536 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: „უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ წარმატება გარდაუვალია. სამწუხაროდ, ამ წარმატებაში საქართველოს ხელისუფლების წვლილი ნულოვანია, რაც ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენს პარტნიორებთან მიზანმიმართულად ურთიერთობების დაძაბვის გამო, ხელისუფლება ქართველ ხალხს ისტორიულ შანსს აკარგვინებს. ფაქტია, ჩვენი ხელისუფლება არ დგას სიმართლის მხარეს და ქვეყანა რუსეთის […]

233 წაკითხვავიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა. ენერგორესურსებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სვანეთი ასევე ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით. „ყველამ ვიცით, რომ საქართველო დიდწილად სვანეთზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, ჩვენ საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი და ეს ძალიან კარგად ჩანს თუ დღევანდელ […]

419 წაკითხვაკაჭრეთში მათი რეალური სახე გამოჩნდა – ქორებად დანიშნულები და ბატებად დანიშნულები შეიკრიბნენ ერთ დიდ დარბაზში,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე იმ ფაქტს, რომ გუშინ კაჭრეთში გამართულ „ქართული ოცნების“ გასვლით შეხვედრას პარტიიდან წასული 4 დეპუტატიც ესწრებოდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, აღნიშნული შეხვედრით დადასტურდა, რომ არანაირი განდგომილები არ არსებობენ. „რა თქმა უნდა, არავის სჯეროდა, რომ რაიმე განდგომილები არსებობენ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალებით შექმნილი […]

326 წაკითხვასაპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ. დეპუტატების და სამართლის ექსპერტების მონაწილეობით დღეს საქართველოს პარლამენტში სარჩელთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, ანა ბუჩუკური. საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება მინიმუმ 30 დეპუტატს აქვს, ინიციატორი დეპუტატების განცხადებით, სარჩელზე ხელმოწერასთან დაკავშირებით მათ კონსულტაციები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან […]