1,388 წაკითხვათითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავრჩეთ სახლში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა საზოგადოებას, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, ნუ დატოვებენ სოციალურ სივრცეს, განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებზე ზრუნვაც სახელმწიფომ, გარკვეულწილად თავის თავზე აიღო. „უახლოესი დღეებიდან, საქართველოს ფოსტა მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც […]

2,226 წაკითხვაადვოკატი, გელა ჩივაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „წავიკითხე, ფეხბურთელი როლანდუ თავის სასტუმროებს უფასო საავადმყოფოებად გადააკეთებს და ექიმებს ხელფასს დაუნიშნავსო, ნეტა რას ფიქრობენ ქართველი მილიონრები? არადა ჩვენ დიდი ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის, ძმები ზუბალაშვილების, ჯორჯ კობის იგივე გრიგოლ(გიგო) კობახიძის შთამომავლები ვართ. როცა კრიზისია და ხალხს გაუჭირდება მაშინ დავაჭერთ მაზოლზე ფეხს, გავიძახით მე რატო სხვამ ქნას სიკეთეო, […]

1,989 წაკითხვამადლობა, ჩვენ ამას აუცილებლად დავიმახსოვრებთ! დღე არ გავა, ათეულობით „ურჩი“ მოქალაქე არ დააკავონ და იძულებით სამკურნალოდ არ გაამწესონ. დიახ, ათეულობით ზნედაცემული ადამიანი დაბოდიალობს ჩვენს გარშემო, ისინი არ იცავენ თვითიზოლაციის წესებს და საფრთხეში აგდებენ ყველას სიცოცხლეს. რაც ზემოთ მოგახსენეთ, თითქოს უკვე ბანალობად იქცა, მაგრამ მაინც სამწუხარო რეალობაა – როგორც ჩანს, ძალიან ბევრმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რას ნიშნავს მოქალაქეობრივი თვითშეგნება! […]

2,705 წაკითხვაძვირფასო ფეისბუქმეგობრებო! კარგა ხანია, რაც “ოქროს კვეთა”, “ობიექტივის” ეთერში აღარ გადის. გადაცემა “ასავალ-დასავალმა” შეიკედლა და დღეს მკითხველებმა საგაზეთო ვერსიის 12-ე გამოშვება მიიღეს. ვფიქრობ, რომ დღევანდელ გადაცემაში წამოჭრილი საკითხი უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. გთხოვთ, გააზიაროთ და გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება… გმადლობთ! ძუკნების ვირუსი საქართველოში ვალერი კვარაცხელია: – გამარჯობა, ძვირფასო ტელემკითხველო! «ასავალ-დასავალის» ეთერშია სატელევიზიო გადაცემა «ოქროს კვეთა», რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე […]

1,683 წაკითხვაეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს საწყის ეტაპზე, კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, პირველ რიგში უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი. მათივე განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ. “გამოიკვეთება […]

1,720 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, ვირუსის გამი, ბიძინა ივანიშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „მართალია ამ თემის ყოვლად უაზრო პედალირებას მხოლოდ პარტიული ტელევიზიები ცდილობენ და ახლა ამისი დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვეხმაურები, – ერთმა ადამიანმაც კი რომ არ დაიჯეროს ტყუილები, რომელსაც ამ საყოველთაო ერთობის მიუხედავად მაინც არ იშლიან. […]

1,750 წაკითხვათბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომპანიაში, რომელიც საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის შვილს ეკუთვნის, სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე შეტყობინება გაუგზავნა მის ახლობელს, თუმცა ის ვირუსულად გავრცელდა, რამაც მოქალაქეებში პანიკა გამოიწვია. „ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაც სხვა კომპანიიდან დაიგზავნა გარკვეული რაოდენობის  ცრუ მესიჯები. დაემთხვა ისე, მთავრობის […]

2,416 წაკითხვასაქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ეხმიანება იმ პირებს, ვინც თვითილოზოლაციის წესებს არღვევს: „ვინ ხართ საიდან მოხვედით, ხალხო… სხვის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავთ და ფიქრობთ კარგი, მაგრამ საკუთარი ახლობლები არ გადარდებთ? ოჯახი, დედა, მამა, შვილები არავინ არ გიყვართ? სასწრაფოდ ამოქმედდეს კანონი რაზეც იმსჯელა პარლამენტმა და მთავარი, მათი ვინაობა გასაჯაროვდეს. ბოდიშს ვიხდი ამ გაჭირვების ჟამს, მაგრამ მათი ქცევა ყველანაირ ზღვარს სცილდება“– […]

2,365 წაკითხვატვ „პირველი“-ს გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ფეისბუქ გვერდზე დაშვებული შეცდომის გამო ბოდიშს იხდის. „რა უბედურებაა ეს დირექტორობა, მაგრამ რას ვიზამთ მეგობრებო, დღეს ჩვენი ტელეკომპანიის ფბ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული, რომელი ქვეყანა იყო( საუბარია ავტობუსის გაჩერებაზე ), ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო, არადა, როგორც ვიცი, ეს იყო უკრაინაში გადაღებული ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს,ვინ ატვირთა .მე […]