5,974 წაკითხვაბასილ კობახიძე, რომელიც ერთ დროს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი იყო, წლების შემდეგ კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე და მიზნმიმართულად მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებს პატრიარქზე, რომ ილია მეორის მიზანია, მრევლის შეგნებულად დასნებოვნება კორონა ვირუსით. კობახიძე მიიჩნევს, რომ პატრიარქი დასაპატიმრებელია, ასევე საუბრობს სახალხო რაზმების შექმნასა და სამღვდელოების სხვა წარმომადგენლების მასობრივი დაპატიმრებების აუცილებლობაზე.  გთავაზობთ მის რამდენიმე პოსტს, რომელიც გამოაქვეყნა ბოლო დღეებში.

1,973 წაკითხვამასობრივი (საყოველთაო) სწრაფი ტესტირება მოხსნის საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის და საყოველთაო კარანტინის აუცილებლობას, რაც თავის მხრივ ნაწილობრივ მაინც დაგვიცავს იმ ეკონომიკური კატასტროფისგან, რაც ქვეყანას და თითოეულ ოჯახს ელოდება კორონას დასრულების შემდეგ! გააკეთეთ ეს სანამ გვიან არ არის! ირინა სარიშვილი

3,254 წაკითხვაისე, ოხერია ეს პროპაგანდა, – განსაკუთრებით ნეობოლშევიკური პროპაგანდა… კორონა და კორონა, კორონა და კორონა.. უბერავ, უბერავ, უბერავ და უცებ… თავად დაიჯერეთ!  ამას ინფორმაციული ტექნოლოგიების უკუშედეგი – თვითგიპნოზი ქვია… თავად ხდები პროპაგანდის მსხვერპლი. ამ ვითომ ”ტოპ-ტელევიზიებმა” (მეტი ცხვირი დაგიმშვენდათ!) ან შეწყვიტეთ ეს კორონა-ბოლშევიზმი და თავი გაანებეთ უსაზიზღრეს საქმიანობას – ადამიანის დაშინებას, მის დამცირებას და შეურაცხყოფას… ანდა… (დღეს ცუდს არაფერს ვიტყვი).. […]

1,673 წაკითხვათბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.  არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მინა ჩაიმსხვრა და ტყვია მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

1,731 წაკითხვა„არ დავასახელებ შეგნებულად გამგეობას, ერთ-ერთი გამგეობის წევრი ქალბატონი, რომელიც იმ გამგეობაში არ წარმოადგენს არაფერს, არ არის მაღალ დონეზე მომუშავე ადამიანი, არის რიგითი საბუთების ჩამბარებელი, აი, ეს ადამიანი დავინახე, ფოტოებით თავს იწონებდა ღამის პირველ საათზე ერთ-ერთ უბანში“ – ამბობს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლადო სადღობელაშვილი. „თანაც ფოტოებს ზემოდან ეწერა, დარჩი სახლშიო! ღამის პირველ საათზე ფოტოს დებს და იძახის, დარჩი სახლშიო. დაგვცინიან […]

2,403 წაკითხვა„ტელეკომპანია რუსთავი 2 უკვე რეანიმაციიდან პირდაპირი კადრებით იწყებს კურიერს და კოვიდით მძიმედ დაავადებული პაციენტის ინტუბაციას გვაჩვენებს პირდაპირ ეთერში. ჯერ ერთი, ამის ჩვენება (რაგინდ დაბლარული და დაფარული იყოს კადრები) და რეანიმაციიდან ლაივი არის სრული კატასტროფა ყველა კრიტერიუმით, და მეორე – იმ ვითარებაში, როცა მთავარ არხს ინტერვიუსაც არ გვაძლევენ ეპიდემიოლოგები (მთავრობის წევრებზე ვიღა საუბრობს), თავს რომ ოპოზიციურად აცხადებს (არავის კი არ […]

899 წაკითხვაპოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ ბევრი დაავადებული დადის ქალაქში უკონტროლოდ, შეურაცხყოფას გვაყენებს ექიმებს, რომ ვმალავთ დაავადებას, რადგან სახელმწიფოს მხოლოდ ჩვენ მიერ უკვე აღმოჩენილი და დათვლილი რიცხვები მიეწოდება, მანიპულირების არანაირი ბერკეტი არ აქვს,- ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სადღესასწაულო დღეებში ისმის სპეკულაციები, რაც განმარტებას ახლავე საჭიროებს. სწორედ […]

3,122 წაკითხვაჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე კორონა ვირუსით გარდაცვლილ მეოთხე პაციენტზე წერს. “გარდაცვლილი პაციენტი ნომერი ოთხი. მის ხელში გავიზარდე, უსაყვარლესი ქალი იყო,ყველას გაჭირვების ტალკვესი. საავადმყოფოდან პირდაპირ სასაფლაოზე უნდა წაიყვანონ. ბევრი დავტირით ასე სახლებში, ქობულეთი”– წერს დიანა ტრაპაიძე. შეგახსენებთ, საქართველოში კორონა ვირუსით მე-4 პაციენტი 18 აპრილს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის 70 წელს გადაცილებული ქალბატონი იყო და გართულების ძირითადი მიზეზი, თანმდევი ქრონიკული დაავადებები გახდა.