196 წაკითხვაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძისადმი გაკეთებულ შეფასებას მოჰყვა. დასკვითი სიტყვის ბოლოს ღარიბაშვილმა სანიკიძეს მიმართა, მას “მოღალატე“ და გამყიდველი“ უწოდა და ისიც განაცხადა, რომ გუბაზ სანიკიძე 100 ათასს დოლარად გაიყიდა. აღნიშნულის საპასუხოდ სანიკიძემ პრემიერის მისამართით შეიგინა. სანიკიძის პრემიერისადმი მიმართვის პასუხად უმრავლესობის დეპუტატები ოპოზიციონერ კოლეგას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მას უწმაწური სიტყვებით […]

381 წაკითხვაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე გიორგი ამილახვარისა და ირაკლი კოვზანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გარდა, “ქართული ოცნების” კიდევ სამი დეპუტატის ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ჩაჩიბაია და იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა გუნდში დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება. “შესაბამისი ბრძანებულებები უკვე მივიღეთ. ვლადიმერ ჩაჩიბაია პრემიერის მრჩეველი თავდაცვისა […]

246 წაკითხვახელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს, ოპონენტებს მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ პიროვნული შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას სასესიო დარბაზში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი უნდა იყოს არა ფიზიკური დაპირისპირების, არამედ დებატების ადგილი. „არ მივესალმები არანაირ დაპირისპირებას, მით უმეტეს, ფიზიკურ დაპირისპირებას პარლამენტში. პარლამენტი არის და უნდა იყოს […]

336 წაკითხვადღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებმა განმარტება და განცხადებები გააკეთეს. „მთავარი მინდა გითხრათ, დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის […]

237 წაკითხვაპარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციისთვის კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი სჭირდება – ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ამ „ზღაპრის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებაში დამატებითი მუხტი შეიტანონ იმისთვის, რომ მათ აქციებზე ხალხი მოგროვდეს“. „არის გარკვეული თემები, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას არათუ პასუხი არ აქვს, საფუძველი არ აქვს, რაიმე ბრალდება წაუყენოს ხელისუფლებას. […]

136 წაკითხვათუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა სააკაშვილის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს. „არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. […]

143 წაკითხვახელისუფლებები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით არ აქვთ მორალური უპირატესობა და არ აქვთ საგარეო მხარდაჭერა, როგორც წესი, მიდიან ისტორიულ სანაგვეზე – ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებიდან, რომ „ქართველი ხალხი სჯობს მის მთავრობას“, ერთი წელი გავიდა და ეს სულისკვეთებაა […]

585 წაკითხვაარასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, ეს ანტიდემოკრატიულია. ჩემი აზრით, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ინტერვიუში აღნიშნავს, ამ საკითხს შესწავლა სჭირდება. „არასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, […]

242 წაკითხვახედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს: ამასაც აქვს ერთადერთი მიზანი – ეს არის ესკალაცია. გახსოვთ, რომ ისინი წარსულშიც ყველანაირად ცდილობდნენ, რამენაირად მოეპოვებინათ ბელარუსისგან აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. რეალურად, ამისთვის რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მმართველი პარტიის ლიდერი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტაა. ირაკლი კობახიძის თქმით, […]

233 წაკითხვავინც ვიდეორგოლი დაამზადა, „მონანიება“ ნანახი არ აქვს, ან თუ ნანახი აქვს, ვერ გაუგია და პარალელებშია აცდენილი – სამარცხვინოდ გამოიყურება მცდელობები, როცა ტრივიალური, მიმდინარე საკითხები ვინმემ შეიძლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გახადოს (მონათლოს), – ასე აფასებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პრეზიდენტის „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დადებულ ვიდეორგოლს, რომელიც ორბელიანების სასახლეში კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლას ეხმიანება. მისივე შეფასებით, „აცა-ბაცა ხაზების პარალელებად წარმოჩენას ცდილობენ”. „მე […]