1,106 წაკითხვარაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა ნანახი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გეჯაძე აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. „რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო გამოეწვია […]

641 წაკითხვამინდა ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მეგობრებს მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო, ასევე ვთქვა, რომ მე ვილოცებ მისი სულისათვის , – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რითაც „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფო დონეზე უნდა გაირკვეს რა მოუვიდა ლექსო ლაშქარავას და რატომ დაიღუპა ის საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ და რატომ მოხდა ეს მაშინ როდესაც „თბილისი […]

424 წაკითხვაბიძინა ივანიშვილს ხვალ დილამდე აქვს დრო, გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი და მიჰყვეს მისი მთავრობა, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ეს არის ამ ხელისუფლების სახე, დათხრილი თვალები, ნაძალადევი ჟურნალისტები და თვითონ ერი. ბიძინა ივანიშვილს ხვალ დილამდე აქვს დრო, გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი და მიჰყვეს მისი მთავრობა“, – აღნიშნა წერეთელმა.  

484 წაკითხვა„მიიღეთ ეს მუქარა ჩვენგან, განახებთ როგორია გაბრაზებული მედია“- ამ სიტყვებით მიმართა ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ მთავრობას საპროტესტო აქციაზე, სადაც TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აბრალებენ.

589 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: ივანიშვილს ისტორიულად გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა: აღიაროს, რომ ხელისუფლებაში არსაიდან მოიყვანა უინტელექტო, უზნეო და უტიფარი დაჯგუფება, რომელსაც არ უყვარს სამშობლო, პატივს არ სცემს სახელმწიფოს და ძალაუფლების მეტი არაფერი აინტერესებს. დაიბრუნოს პასუხისმგებლობა, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ერთადერთი მისიით – ჩაატაროს გამჭვირვალე, კონკურენტული, სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები. ისეთი არჩევნები, რომელშიც დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს. ჩაატაროს და წავიდეს… ეს კარგი წინადადებაა […]

390 წაკითხვაჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე – ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მედიის გარდა ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. „არავითარი არჩევანი გადადგომის გარდა მთელი ხელისუფლების, მთელი მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, სამარცხვინო კაციჭამია […]

809 წაკითხვასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს […]

1,993 წაკითხვალალი ცერაძე ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“. ამჯერად შემოგთავზებთ პირველ ნაწილს ლეგენდარული მეომრების შესახებ, რომლებიც თავდადებით იბრძოდნენ ქალაქ გაგრის, ოჩამჩირის რაიონის სოფლების დასაცავად და ყველაზე ბოლოს დატოვეს სოხუმი. ტამიშში გადმოსხმული დესანტის სანგრებში პირველები სწორედ გლდანის საძმოს, ლანჩხუთის და ასურეთის ბიჭები გადაეშვნენ. ნურავინ ნუ მიითვისებს მათ გმირობას. ისინი მართლაც პირველ ეშელონში იყვნენ. „გლდანის საძმოს“ ბიჭებს ყველაზე გაჭირვებულ […]

1,165 წაკითხვასოციალური ქსელის მომხმარებელი ნინა გაბუნია, ლგბტ თემის წარმომადგენლებს პასუხობს, ვინც ამბობს, რომ ქართველები სექსუალურ უმცირესობებს ჩაგრავენ, ამის საპირისპირო მაგალითად კი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი მოჰყავს, რომელიც ასევე ამ უმცირესობას ეკუთვნოდა. „ძველ თბილისში, მანთაშოვის სავაჭრო, კერძოდ კი ბამბის რიგში, 2004 წელს ზარ-ზეიმით გაიხსნა ცნობილი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ქანდაკება. იური მეჩითოვის შესანიშნავი “ცაში აფრენილი ფარაჯანოვის” ფოტოს მიხედვით. მოქანდაკე ვაჟა მიქაბერიძე გახლდათ.საზღვარგარეთიდან ჩამოსული […]

827 წაკითხვააქცია „სახელმწიფოს პანაშვიდი!“ რომელიც პარლამენტთან დღეს უნდა გამართულიყო აღარ შედგება. აქციის ორგანიზატორებმა შეკრება მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც მათი თქმით პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ აპირებენ, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ. „ჩვენ ვგეგმავდით, რომ ეს აქცია ყოფილიყო სიმბოლური და ამ ჯვართან, რომელიც, ჩვენი აზრით, არის სახელმწიფოს, სეკულარული სახელმწიფოს პანაშვიდი, გვინდოდა მიგვეტანა […]