827 წაკითხვააქცია „სახელმწიფოს პანაშვიდი!“ რომელიც პარლამენტთან დღეს უნდა გამართულიყო აღარ შედგება. აქციის ორგანიზატორებმა შეკრება მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც მათი თქმით პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ აპირებენ, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ. „ჩვენ ვგეგმავდით, რომ ეს აქცია ყოფილიყო სიმბოლური და ამ ჯვართან, რომელიც, ჩვენი აზრით, არის სახელმწიფოს, სეკულარული სახელმწიფოს პანაშვიდი, გვინდოდა მიგვეტანა […]

919 წაკითხვაინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ გუბაზ სანიკიძემ სექსუალური უმცირესობების თემაზე ისაუბრა: „რაც შეეხება სექსუალური უმცირესობის თემს, მე კანონმდებლობით ვალი მაქვს მოხდილი მათი უფლებების დასაცავად და შესაბამისი კანონისთვის ხმა მაქვს მიცემული. მე არ ვარ მათი მომხრე და მათი გულშემატკივარი და მე ნურავინ დამავალდებულებს, რომ პრაიდის თემი დავიცვა. მათი უფლება თუ ირღვევა, ეს ხელისუფლებას უნდა მოვკითხოთ. ანტიდისკრიმინაციული კანონისთვის ხმის მიცემა ჩემთვის მძიმე […]

2,953 წაკითხვალალი ცერაძე ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“. ამჯერად შემოგთავზებთ მესამე ნაწილს ლეგენდარული მეომრების შესახებ, რომლებიც თავდადებით იბრძოდნენ ქალაქ გაგრის, ოჩამჩირის რაიონის სოფლების დასაცავად და ყველაზე ბოლოს დატოვეს სოხუმი. ტამიშში გადმოსხმული დესანტის სანგრებში პირველები სწორედ გლდანის საძმოს, ლანჩხუთის და ასურეთის ბიჭები გადაეშვნენ. ნურავინ ნუ მიითვისებს მათ გმირობას. ისინი მართლაც პირველ ეშელონში იყვნენ. „გლდანის საძმოს“ ბიჭებს ყველაზე გაჭირვებულ […]

875 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პარტიის ლიდერის განცხადებით, მისი პარტია სასტიკად გმობს ძალადობრივი ჯგუფების მიერ, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას. და ხელისუფლებას დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებს: „ეს არ არის ქართული საზოგადოების ნამდვილი სახე, ჩვენ უძველესი ევროპელი ერი ვართ, ხოლო, საქართველოს მომავალს ასევე თანამედროვე ევროპაში ვხედავ, სადაც ჩვენ უნდა შევიდეთ ჩვენი ტრადიციებითა და ეროვნული […]

1,209 წაკითხვათბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გია ხუხაშვილი ფესიბუქში ასე გამოეხმაურა: „მშობლებო, თუ თქვენ ეთანხმებით იმას, რაც გუშინ ხდებოდა, ხვალიდან აუკრძალეთ თქვენს შვილებს შორტებით, ფერადი მაისურებით, თავგადაპარსული, ან გრძელი თმებით, მაკიაჟით ქუჩაში გასვლა… აუკრძალეთ იმათთან ურთიერთობა, ვინც ამ წესებს არ იცავს. თუ გააპროტესტებენ, სახლში დააბით, რადგან მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია… და თუ არ ეთანხმებით, დაიცავით მათი და ამ ქვეყნის […]

1,064 წაკითხვა– როგორ იღუპებიან ბათუმში, უყურადღბოდ მიტოვებული, დაუძლურებული ცხოველები ნაგავსაყრელზე, სადაც ბულდოზერი მუშაობს. ფოტო და ვიდეო მასალა, ცხოველების  მოყვარულთა ერთ-ერთ ჯგუფში ვრცელდება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ბათუმის მერია/Batumi City Hall საქართველოს მთავრობა იცით რა დანიშნულება აქვს ნაგავსაყრელზე ბულდოზერს??? მან უნდა გადაუაროს და გადატკეპნოს ნაგავი. ამ დროს ნაგავზე გადაყრილი ათეულობით ძაღლი თავს გაქცევით შველის. გაქცევით რომელიც სამწუხაროდ ყველა ძაღლს აღარ შეუძლია. უნდა […]

726 წაკითხვასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს აფრთხილებს ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. შინაგან […]

938 წაკითხვატელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მათ გადამღებ ჯგუფს რადიკალური დაჯგუფებები თავს დაესხნენ. კერძოდ, მოძალადეებმა „ფორმულას“ ოპერატორს ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს სადაც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო და კაბელის გადაჭრა სცადეს რათა ეთერი შეწყვეტილიყო.  სამართალდამცველებმა „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი ადგილიდან გაიყვანეს.  პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია “თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს, რომელის პარალელურად რადიკალური ჯგუფები კონტრაქციას მართავენ. რამდენჯერმე დაპირისპირება იყო მათ და სამართალდამცველებს შორის, მოძალადეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა […]

668 წაკითხვათბილისში, პარლამენტის წინ მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც 5 ივლისს, ლგბტ მარშის მოწინააღმდეგეების მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობას აპროტესტებენ. აქციაზე ასევე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, ადგილი ჰქონდა ინციდენტებსაც, რა დროსაც საპირისპირო მხარის რამდენიმე მონაწილემ ლგბტ თემის წარმომადგენლების იქ ყოფნა გააპროტესტა, რა დროსაც ისინი პოლიციამ ტერიტორიას გაარიდა.