217 წაკითხვა დღეს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებულ ვეტოს დაძლევენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა პრეზიდენტის მიერ მომზადებული მოტივირებული შენიშვნები, რომელთაგან ერთ-ერთი ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის შენარჩუნების მოთხოვნას ითვალისწინებს. მმართველი გუნდი ზურაბიშვილის ვეტოს „რადიკალური ოპოზიციის ვეტოს“ უწოდებენ და აცხადებს, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი არჩევნების წინასწარი დისკრედიტაციისთვის იყო გამოყენებული.
მედია
195 წაკითხვასამი ტყუილი ითქვა გუშინ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, როდესაც სამ ტყუილში იქნება გამოჭერილი ასეთი შენიშვნები, აქ საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაიმე შინაარსობრივი მოტივი, ზედმეტია. ერთადერთი მოტივი, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, ეს არის, რომ შეუქმნას საბაბი „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ახლა უკვე მეოთხეჯერ, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ […]
256 წაკითხვაNDI-ის 2024 წლის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია დასრულდა – დელეგაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების […]
300 წაკითხვაამ არჩევნების ირგვლივ იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეიზდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნები იქნება: “ევროპა თუ არა ევროპა”. ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს პრეზიდენტმა მიმართა, რომ უნდა იყვნენ მობილიზებული. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, […]
351 წაკითხვა„ოცნება“ ხელისუფლების მისატაცებლად ემზადება – მთავრობაში მყოფნი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მომზადებით კი არ არიან დაკავებულნი, მთელი სახელისუფლებო რესურსის საკუთარი გამარჯვებისთვის მობილიზებას ახდენენ. კარგია, რომ სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩამოვიდა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრამდე განუცხადა. მისივე თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიტიკური დევნა და ოპონენტების დაშინება არჩევნებამდე ხდება და სადამკვირვებლო მექანიზმები მნიშვნელოვანია ამ […]
262 წაკითხვაბრიუსელში რომ ჩავიდა კობახიძე და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? – იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა. ჩათვალეთ, რომ ახლა ბრიუსელი მიუნხენშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა „ქართული ოცნება“ მიუნხენის კონფერენციაზე არ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ არც ევროკავშირის გაფართოების საკითხი და არც ინვესტორების […]
271 წაკითხვა“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დღეს გადაწყვიტა, რომ ვითომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიუმხრობელი, „შუაშისტური“ ამომრჩევლის ხმებზე ინადიროს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მისი ეს მცდელობა არის განწირული, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება და სააკაშვილის მმართველობა – ამ სიტყვებით […]
266 წაკითხვაისეთ საკითხებზე, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს ეხება, „ქართული ოცნება“ არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებს – არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, რაც მათ ძალაუფლებას შეასუსტებს, – ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასება. პარლამენტში გამართული შეხვედრიდან გამოსულმა გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება არსებითი ხასიათის ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს. მან ამ კონტექსტში მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო კანონმდებლობა დაასახელა. გარდა ამისა, გოცირიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი არც სამუშაო ჯგუფების […]
237 წაკითხვაპარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს გენერალური პროკურორი პარლამენტში დაიბარა. ამის პასუხად, ქურდებით გატენილმა „ოცნებამ“ ანტიკორუფციულ სამსახურს 300 მაღალჩინოსნის, მათ შორის პრემიერის შემოსავლების შესწავლა დაავალა. ეს ყველაფერი დემოკრატიულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, რომელიც სისტემური კორუფციით, როგორც ონკოლოგიით დაავადებული არ არის, ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ საქართველოში ვინ ნიშნავს […]
231 წაკითხვააშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული – გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ, “ქართული ოცნების” ლიდერების განბანვა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, “ქართული ოცნების” ლიდერების “შემოწმება” ეჭვებს ბადებს. “ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება როგორც ცნობილია, ხდება შემთხვევითობის პრინციპით. ასე იყო წესი, […]