1,820 წაკითხვაირანის მიმართ, პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, მუდამ იყო ნეგატიურად განწყობილი. იმთავითვე ნათელი იყო, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ უდავოდ შეცვლიდა წინამორბედი ობამას შემრიგებლურ პოლიტიკას, რამაც ამერიკას გადააყლაპვინა 40-წლიანი წყენა ისლამური რესპუბლიკის არსებობის პირველი დღეებიდან განცდილი, თეირანში აშშ-ს საელჩოს მრავალთვიან ალყაში მოქცევით, 52 ამერიკელი დიპლომატის გამომწყვდევით გამოწვეული. ობამას ადმინისტრაციამ გადადგა საღი, მსოფლიოსთვის სასარგებლო ნაბიჯი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან, გერმანიასთან ერთად, ხანგრძლივი […]

1,161 წაკითხვაირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა“ დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის […]

1,759 წაკითხვაპრობლემა, რომელმაც სერიოზულად შეაწუხა ევროატლანტიკური სივრცე, არც მეტი, არც ნაკლები ნატოს არსებობაა. ორგანიზაცია 70 წლის წინათ შეიქმნა საბჭოთა კავშირის „აგრესიისგან“ ევროპის კონტინენტის დასაცავად. ამ ხნის განმავლობაში მან ევროპასა და მსოფლიოს დაანახა საკუთარი სურვილები, ევროპის უსაფრთხოების დაცვის საქმეში და არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს. სხვას ვერაფერს ვიტყვით ჩრდილო აფრიკის არაბული სახელმწიფოს ლიბიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან გამომდინარე. ნატო, საბჭოთა „აგრესიის“ შემაკავებელი, […]

1,205 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას მოსკოვს თხოვნით მიმართა, რომ რუსეთმა ამერიკას მხარი დაუჭიროს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებში. „პრეზიდენტმა მიმართა რუსეთს, მხარდაჭერა აღმოუჩინოს შეერთებულ შტატებს, რათა ირანს არ მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება და მოხდეს ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია“ – აღნიშნა ტრამპის პრეს-სამსახურმა, ვაშინგტონის თეთრ სახლში ლავროვთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.  

1,513 წაკითხვასაფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, ბრიტანული, შვეიცარიული, ფრანგული და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის „გრუ-ს“ 15 აგენტი, რომლებიც ელიტარული – 29155 დანაყოფის წევრები არიან, 2014-2018 წლებში ალპებს, ზემო სავოიას რეგიონს ევროპაში განხორციელებული საიდუმლო ოპერაციებისთვის ბაზად იყენებდნენ. 15 აგენტს შორის არიან […]

1,578 წაკითხვა რუსული სამხედრო სატელევიზიო არხის გადაცემა «ღია ეთერი» — «Открытый эфир», წამყვანი — ნადანა ფრიდრიხსონი, საშინელ დანაშაულებზე: უკრაინაში, 2014 წელს დაწყებული ომიანობის პირობებში, ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს შინაგან ორგანოებს აცლიდნენ ამ ორგანოების რეალიზაციის მიზნით. მაქინაციებში გარეულნი არიან «ნაცმოძრაობის» წევრებიც, მ. სააკაშვილის ცოლის, ს. რულოვსის ჩათვლით. ამის შესახებ ადრე იყო ცნობილი, მაგრამ ახალი ფაქტებიც ვლინდება. გადაცემაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა პოლიტოლოგმა, […]

1,837 წაკითხვაშეერთებული შტატების პრეზიდენტი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონგრესში მიიწვიეს. დონალდ ტრამპს მიწვევის წერილი წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის ხელმძღვანელმა გაუგზავნა. თუ პრეზიდენტი 4 დეკემბერს დაგეგმილ მოსმენაზე მივა, კონგრესს მოწმეების გამოკითხვის შესაძლებლობა მიეცემა. ჯერ-ჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა მიწვევას შტატების პრეზიდენტი. კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ საჯარო მოსმენები უკვე მესამე კვირაა გრძელდება.

789 წაკითხვასაფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჟურნალ The Economist-თან ამ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები აღარ უნდა იყვნენ ამერიკის მხრიდან მათი დაცვის იმედად. «ის, რაც დღეს ხდება — ნატოს ტვინის სიკვდილია» — აღნიშნა მაკრონმა. მისი აზრით, ევროპა დაღუპვის პირთან დგას და უნდა იფიქროს საკუთარ თავზე, როგორც ერთიან გეოპოლიტიკურ ძალაზე, თორემ სხვა შემთხვევაში ევროპა თავის ბედს ვერ გააკონტროლებს. ერთსაათიანი ინტერვიუს ფარგლებში, რომელიც ელისეს სასახლის […]

1,299 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ვიკიპედიის“ უფრო „სანდო“ ვერსიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. უცხოური მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსული ენის მომავალზეც ისაუბრა. „რაც შეეხება „ვიკიპედიას“… უმჯობესია, ის ჩავანაცვლოთ ახალი დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ფორმით…ეს იქნება სანდო ინფორმაცია, წარმოდგენილი კარგი, თანამედროვე გზით”, – განაცხადა პუტინმა. სექტემბერში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რუსეთის მთავრობა დაახლოებით 1,7 მილიარდი რუბლის […]

873 წაკითხვაამერიკის შეეთებულმა შტატებმა ირანს ახალი ახალი სანქციების დაუწესა, ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სანქციები სამშენებლო სექტორსა და იმ ოთხ მასალას შეეხება, რომელსაც ირანი სამხედრო ან ატომურ პროგრამებში იყენებს. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განმარტებით, სანქციები წესდება ნედლეულის, ნახევრად მზა მეტალების, გრაფიტის, ნახშირის და პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვაზე, თუკი ისინი ირანის სამშენებლო სექტორში იქნება გამოიყენება. […]