132 წაკითხვა„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, ერთმანეთზე თავდასხმით, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს. როგორც მან აღნიშნა, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიციაა, შიდა ოპოზიციურ განხილვებში მონაწილეობა არ მიიღოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრინციპული პოზიციაა, რომ შიდა ოპოზიციურ განხილვებსა და კინკლაობებში მონაწილეობა არ მიიღოს. მაგალითად, თუ „ლელოს“ არ სურს, არავინ აძალებს, რომ ჩვენთან ერთად დადგეს. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ოპოზიცია სამ ძირითად საკითხზე უნდა შეთანხმდეს. […]

118 წაკითხვაგერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბარს გეგმავს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შოლცმა ნიურნბერგში გერმანიის პროტესტანტული ეკლესიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ”მე ვაპირებ ამის გაკეთებას მალე”, – დასძინა კანცლერმა.

141 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. სიტყვა „ნაცი“ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოიცავს, არამედ სხვა პარტიებს, რომლებიც მათი კლასტერები არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე რისკი არსებობს, ამაში დამნაშავეები „გარე დავალებების შემსრულებლები“ არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ […]

166 წაკითხვასაქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას. ელჩის თქმით, ის მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს კავშირს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან […]

153 წაკითხვასალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე. სურთ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლანი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ამოცანა, ამიტომ სურთ, ეროვნულ ბანკში წამყვანი პირები მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ. „გადაწყვიტეს, დაძლიონ […]

131 წაკითხვაახალი პოლიტიკური ცენტრი შესაქმნელია არა პარტიების გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალების შემომატებით – არჩევნების შემდეგ, მკვეთრად პროდასავლურ სახელისუფლებო კოალიციაში „ქართული ოცნების” ადგილს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯერ8ჯერობით კონსულტაციები არავისთან მიმდინარეობს. უსუფაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მრავალპარტიული კოალიციის შექმნაა შესაძლებელი, ხოლო არჩევნებამდე მრავალპარტიული ბლოკის შექმნა მოქმედი კონსტიტუციით შეუძლებელია. „ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, მომავალი არჩევნების შედეგად, საქართველომ მიიღოს […]

120 წაკითხვაარავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც თანამშრომლობა უნდა და არა ბატონობა, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რა განცხადებებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ლელო“ აკეთებს, საარჩევნოდ თანამშრომლობას, ამ ეტაპზე, მათთან გამორიცხავს. ხვიჩია კოლეგებს სთავაზობს, თითო პარტიამ სამი საკითხი მაინც დაასახელოს, რასაც გააკეთებდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მისი თქმით, “გირჩმა” ზუსტად იცის, რა უნდა, თუმცა, კოლეგები ვერც ერთ […]

142 წაკითხვაჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. სინგაპურში გამართულ უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას, ლი შანფუმ აღნიშნა, რომ აშშ-ს და ჩინეთს შორის ნებისმიერი “სასტიკი კონფრონტაცია” “აუტანელი კატასტროფა” იქნება მსოფლიოსთვის. ამასთან, ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ს სამხედრო ხომალდების ტაივანის სრუტეში ყოფნა მაგალითია იმისა, რომ ვაშინგტონი რეგიონში ქაოსს ქმნის. “ისინი [ამერიკული სამხედრო […]

213 წაკითხვაკრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ ოფიციალური კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების ნებისმიერი მიწოდება უკრაინის კონფლიქტში დაძაბულობის შემდგომ რაუნდს გამოიწვევს. როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინამ გერმანიას Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელსაც 500 კმ-ის მოქმედება აქვს. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას რაკეტებს მიაწვდის. მედიის ცნობით, გასულ თვეში დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც […]

130 წაკითხვაუკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ბახმუტის აღების შესახებ რუსეთის განცხადება უარყო. მისი თქმით, უკრაინული მხარე ჯერ კიდევ აკონტროლებს ამ ტერიტორიას. „ჩვენ ბახმუტს საყრდენად ვიყენებთ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების შესამცირებლად. ჩვენ ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას. მაგრამ ბახმუტი აღარ არის ქალაქი. რუსებმა ყველაფერი გაანადგურეს. არც საცხოვრებელი კორპუსები, არც საბავშვო ბაღები, არც საავადმყოფოები. არაფერი. ეს ცარიელი ადგილია“, – განაცხადა რეზნიკოვმა. როგორც უკრაინის […]