504 წაკითხვადღეს, 8 ივნისს, პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება. შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება. პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა და ეს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ხდება.

320 წაკითხვაპარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმენენ. თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტში მაისის ბოლოს შევიდა და საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ადგილი ვაკანტურია. საბჭო, რომელიც 9 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, ამჟამად 7 წევრისგან შედგება. ნათია […]

545 წაკითხვარასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის საკითხი პოზიტიურად არ განვიხილეთ – ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხალხმა ხელისუფლებაზე უნდა გაიმარჯვოს და მხედველობაში არ იღებს, რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნებოდა, – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ზელენსკი უნდა მოეწვია. ვოლსკი იმასაც […]

436 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ომის დაწყებიდან მეასე დღეს twitter-ში ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გავიდა 100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე. „100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა. 100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების […]

306 წაკითხვამე ვიცი, რომ ევროპა საქართველოს არ გარიყავს, დარწმუნებული ვარ ამაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებზე საუბრისას განაცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, ქართველი ხალხი ამ სტატუსს იმსახურებს მიუხედავად იმისა, როგორია დღეს საქართველოს მთავრობა. „მე ვიცი, რომ ევროპა საქართველოს არ გარიყავს, დარწმუნებული ვარ ამაში. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ფაქტია […]

638 წაკითხვანამდვილად სიმართლის დროა ევროკავშირისთვის და მისი საერთაშორისო აქტორობის სანდოობისა და ლეგიტიმაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზეა, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. „ამ სტრატეგიულ მომენტში ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ […]

489 წაკითხვაუკაცრავად, თუკი ვინმე იმას გვსაყვედურობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მისცა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას”, მაშინ ეს ხალხი საყვედურობს ქართველ ხალხს, მათ ქართველ ხალხთან საყვედურის უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დასავლელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, როცა ფაქტების საწინააღმდეგოდ განცხადებები ისმის ვინმეს მხრიდან, ამაზე ადეკვატური შეფასების უფლება მათ აქვთ მაშინ, როცა საერთაშორისო დოკუმენტებში რეფორმები პოზიტიურად არის შეფასებული. […]

417 წაკითხვადამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? – რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში?- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას. ვოლსკის განცხადებით, გარკვეული რეფორმები საქართველოს განსახორციელებელი აქვს, მაგრამ როცა საუბარია არჩევნებზე, თავად იმ ორგანიზაციამ, რომელსაც ჰარცელი წარმოადგენს, განაცხადა, რომ „გადახრებს” გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე, […]

626 წაკითხვაჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ – უკრაინის დაზვერვის სამსახურის ორი განცხადება გავრცელდა, არავითარი, ნული მტკიცებულება, ნული ფაქტი იქნა გასაჯაროებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, უკრაინულ მხარეს გაკეთებული განცხადებების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ წარუდგენია. „ჩვენ მათ მივმართეთ, დავურეკეთ, დავუკავშირდით, ვუთხარით, რატომ გააკეთეს ეს, კარგად […]

489 წაკითხვავინ გეუბნებოდათ, რომ ბორჯომი, ღვინო და სხვა საქონელი რუსეთში არ გავიტანოთ? ჩვენ იმას გეუბნებოდით, რაც გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა და გუშინწინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გითხრათ, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ტერიტორია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა: „ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აბზაცი უნდა წაგიკითხოთ იმ წერილიდან, რომელიც ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში იყო მოხსენიებული და მინდა დავსვა კითხვა, რომელია ამ […]