2,471 წაკითხვაპარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და საპატრიარქოს უპირისპირდება: „მორწმუნე ადამიანებს, ან მათ ნაწილს უფლება აქვთ, არ სჯეროდეთ მეცნიერების, ან მიიჩნევდნენ, რომ მათი მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალის დროს მეცნიერება არ მუშაობს, როგორც ახლა გვესმის, თურმე, კოვზით ზიარებისას დაავადება არ გადავა ადამიანებზე, რაც ჩემთვის არის აბსურდი, მაგრამ მათ აქვთ უფლება, რომ ამის სჯეროდეთ. თუმცა ეს უფლება სამოქალაქო […]

1,949 წაკითხვა”ზიარების წესი არ იცვლება. ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება.”– ამის შესახებ მეუფე იოანემ ქუთაისში ქუჩების კურთხევის დაწყების წინ განაცხადა. მან ხალხი გაამხნევა სიტყვებით: ”ჩვენთან არს ღმერთი!” რაც შეეხება სააღდგომო ღვთისმსახურების წესის ცვლილებას, მეუფე იოანემ განაცხადა, რომ ამას მაშინ ვნახავთ, როდესაც აღდგომა დადგება. ”ერთ რამეს ვერ ვიაზრებთ, რომ არის ერთი სულიერი, მარადიული ცხოვრება […]

1,082 წაკითხვაარჩილ გამზარდიას შეფასება სინოდის სხდომასთან დაკავშირებით. „სინოდს შეეძლო წირვა-ლოცვები 24 საათიანიც კი გაეხადა ამ განსაცდელის დროს და მამები ღვაწლში ყოფილიყვნენ ამ მძიმე დატვირთვისათვის, მხოლოდ მრევლისთვის თანამონაწილეობა დისტანციური გაეხადა, რაც სრულიად შესაძლებელი იყო. სინოდს შეეძლო განა ზიარების საიდუმლოს აღსრულებაზე ეთქვა უარი, არამედ, უბრალოდ ტრადიციის ფორმაში შეეტანა მცირე ცვლილება, არა იმიტომ რომ ზიარებაშია რაიმე რისკი, არამედ საერთო მშვიდობისა და სიმშვიდისათვის, საკუთარი […]

3,092 წაკითხვაირინა სარიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში: „ძვირფასო მთავრობავ! – თქვენი მხრიდან მოწოდება “დარჩით სახლში” უნდა ნიშნავდეს უხელფასოდ სახლში დარჩენილთა საკვებით მომარაგებას, კომუნალურების (ან ბინის ქირის) გადახდას, ყველა იმ აუცილებელი ხარჯის დაფარვას, რაც ადამიანის ფიზიკურ არსებობას სჭირდება. აქედან რომელიმე პუნქტის შემსრულებელი ხართ?! არც ერთის! ამიტომ სანამ ჩვენ დავრჩებით სახლში, თქვენ წადით სახლში! P.S. ის ტაში აივნებიდან თქვენ არ გეკუთვნით – ექიმებისაა!“– წერს […]

1,687 წაკითხვაექიმი ნინო ნადირაძე ეხმიანება ნოდარ ლადარიას მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ პოსტს, რომელშიც ის ექიმების მიმართ, მადლობის ნიშნად გამოხატულ ტაშს აკრიტიკებდა. „გაუტყდა რომ ტაში მას არ დაუკრეს? წარმომიდგენია რა შურით უცხოვრია მთელი ცხოვრება და გულით შემეცოდა.  ვიცით, რომ არაფერი არაა მუდმივი, ტაშიც მათ შორის, არც სიხარული, არც წუხილი, არც ბედნიერება, მაგრამ ამის გამო ყველაფერ ამაზე უარი ვთქვათ? აი შეაგდეთ […]

1,721 წაკითხვასაქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც განაგრძობენ ფუნქციონირებას: ა) სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები); სურსათის სამაცივრე მეურნეობები; სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე); საზოგადოებრივი კვების ობიექტები […]

1,208 წაკითხვაახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ იცვლება. ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. შესაბამის საკითხზე დღეს წმინდა სინოდმა იმსჯელა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. საპატრიარქოში სინოდის სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პრევენციული ღონისძიებები იყო.

1,208 წაკითხვაიმას, რაც ტრამპმა გუშინ თქვა, ჩვენ უკვე თვენახევარია ვაკეთებთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი კორონავირუსის ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების ლეგიტიმურობის ბრძანება გასცა. ცერცვაძის თქმით, საქართველო აღნიშნულ პრეპარატს უკვე თვეზე მეტია ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად იყენებს. „მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის გარკვეული რეკომენდაციები, სადაც „პლაქვენილი“ დაასახელეს დაავადების, […]

6,695 წაკითხვაბაია პატარაიას პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენებას ეხება, რომლის შეცვლასაც საპატრიარქო არ აპირებს და ეს გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე იქნა მიღებული. „თუ ზიარებით შეუძლებელია ვირუსის გადადება, დაჟინებით მოვითხოვ, სინოდის წევრებმა აზიარონ ინფიცირებულები და იმავე კოვზით იქვე ეზიარონ თვითონაც. ავადმყოფების ზიარება ხომ ნამდვილად არის ქრისტიანული საქციელი? არის. სინოდის წევრები თუ დამდაბლდებიან და ავადმყოფებთან ერთად ეზიარებიან, ესეც ხომ არის […]

1,640 წაკითხვამსოფლიოში ინტერნეტის მიწოდებას, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. „იუთუბი“ ევროკავშირის მასშტაბით მაუწყებლობის ხარისხს შეამცირებს, რომ ინტერნეტის უპრეცედენტოდ მაღალ მოხმარებასთან გამკლავება მოახდინოს, ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ამასთან, ევროკავშირმა Netflix -ს მოუწოდა, რომ ხარისხი შეამციროს, რადგან ინტერნეტის მოხმარებას საფრთხე არ შეექმნას. ოფიციალური პირები პლატფორმებს სთხოვენ, შეწყვიტონ მაღალი ხარისხის ვიდეოების ჩვენება. ევროკომისარი ტიერი ბრეტონი კი მომხმარებლებს მიმართავს და სთხოვს არ გამოიყენონ HD […]