689 წაკითხვავისთან არის დაკავშირებული “ქოლ-ცენტრები”, ყველამ კარგად იცის და ამის გადასაფარად იწყება ხმაური და გადაბრალება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. სუბარმა ხაბეიშვილის ბრალდბებს “გამოგონება” და “ტყუილი” უწოდა. “ხაბეიშვილის გამოგონებებსა და ტყუილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამოძიება დიდი ხანია დაწყებულია, ეს არის საერთაშორისო გამოძიება, რომელშიც საქართველო არის ჩართული და არის მთავარი პარტნიორი. […]

706 წაკითხვა„უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

516 წაკითხვა„ოცნებამ“ საერთოდ დაკარგა მორალური უფლება, რომ ვინმესთან რაიმე ალიანსში დაგვადანაშაულოს, ამ გადაწყვეტილების მერე, რაც სენაკში გააკეთეს, – ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი ნათია მეზვრიშვილი მმართველი პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ „21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა“. მეზვრიშვილი „ქართულ ოცნებას“ კითხვით მიმართავს, რატომ არ მიიღეს ოპოზიციის შეთავაზება და რატომ არ დააყენეს სენაკში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. […]

732 წაკითხვა„საქართველოს ჰყავს იმპოტენტი ხელისუფლება. ეს დიაგნოზია! რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება, შევაგნებინოთ, ავუხსნათ საქართველოს ხელისუფლებას, რა სარგებლობა მოაქვს მათი ქვეყნისთვის “3+3” ფორმატსო, არასტანდარტული განცხადებაა და ჩვენი ხელისუფლების იმპოტენციის დადასტურებაა“ – აცხადებს „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:  „3+3“ ფორმატით რუსეთმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ კავკასიაში არის სამი სახელმწიფო და არა 5 ან 6, რაც იმას […]

783 წაკითხვაშალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია უსაფრთხოების განმტკიცებით, რათა ქვეყანას დამატებითი საფრთხეები არ შეექმნას. „ჩვენ ვართ ყოველდღიური და მუდმივი საფრთხის წინაშე. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, იქ განთავსებულია საოკუპაციო ძალები. აქედან გამომდინარე, რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი. სწორედ ამ […]

1,341 წაკითხვაახლადშექმნილ  პოლიტიკურ გაერთიანებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მასთან  კონსულტაციები არ გამართულა. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია როგორ მოხვდა პარტიათა ჩამონათვალში „სახალხო პარტია“. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შეიქმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ორმოცამდე პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. რაც შეეხება „სახალხო პარტიის“ შესაძლო თანამშრომლობას აღნიშნულ […]

693 წაკითხვაჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა. „ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ კრიზისი და  დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით დიალოგის პროცესში იმის გასარკვევად, რა დგას რეალურად რუსეთის აგრესიის უკან, რა […]

850 წაკითხვაპარტია„მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს: „ის, ვინც ვერ აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის თუ როგორ განვითარდება უკრაინაში პროცესები, ბრიყვი ან მოღალატეა. უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსათვის, ვინაიდან(ღმერთმა არ ქნას) თუ უკრაინა დაეცა შემდეგი საქართველო იქნება, რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების სირაქლემას პოზიციაში ყოფნას,  უბრალოდ არ მიკვირს, ჩემი სოლიდარობა გმირ უკრაინელ ხალხს, დიდება უკრაინას და […]

540 წაკითხვა,,პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ტრაგედია და ბუნებრივია, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულის ოჯახს. რაც შეეხება თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს, ნუ სწორედ იმიტომ გამოყვეს დავით ფაცაცია, რომ მე მასთან მაქვს ნათესაური კავშირი. ეს იყო რეალური მიზეზი. დანარჩენი ყველაფერი იყო სრული სპეკულაციები. არც ერთი ფაქტი არ ყოფილა მოყვანილი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც სხვანაირად უნდა გაეკეთებინა ადამიანს და სხვანაირად გააკეთა.’’ […]

612 წაკითხვასააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, მისი თემა იყოს ერთადერთი და განუმეორებელი ქვეყანაში, სადაც უამრავი სხვა პრობლემაა – ცოტა ხნით დაისვენოს და ჩვენც თავი დაგვანებოს,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა. „ისეთი ინსტიტუტის ბოიკოტირება, როგორიც პარლამენტია, არ მგონია შედეგის მომტანი პოლიტიკური ტაქტიკა იყოს. ბოიკოტს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის ტოტალურ და […]