279 წაკითხვაძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე” – პრეზიდენტს არჩევანი დაუგვიანდა, დიდი ხანია იყო ეს გასაკეთებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ მრჩება განცდა, რომ მან ეს გააკეთა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამისთვის პოლიტიკური სასჯელიც დაგვიანდა. “ახია კი, არა მარტო ეს, ძალიან ბევრი რამ არის ახი. […]

240 წაკითხვაყურსასმენი და მობილური ტელეფონი თანამედროვე სამყაროში აუცილებელი გაჯეტებია. თუმცა, სწორი არჩევანის გაკეთება შეიძლება რთული იყოს, რადგან ბაზარზე დიდი არჩევანია. ამ სტატიაში ჩვენ მოგაწვდით რამდენიმე სასარგებლო რჩევას, თუ როგორ უნდა აირჩიოთ საუკეთესო ყურსასმენი და მობილური ტელეფონი, რომლებიც დააკმაყოფილებენ თქვენს საჭიროებებს.   ყურსასმენი თუ მობილური ტელეფონი: გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი   სანამ ყურსასმენების ან მობილური ტელეფონების ძებნას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განსაზღვრა. ყურსასმენები […]

230 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7828 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7727 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 […]

353 წაკითხვამიმდინარე კვირას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. პრეზიდენტის მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე 31 მარტს მოუსმენენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიო კვირაა, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

198 წაკითხვაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძისადმი გაკეთებულ შეფასებას მოჰყვა. დასკვითი სიტყვის ბოლოს ღარიბაშვილმა სანიკიძეს მიმართა, მას “მოღალატე“ და გამყიდველი“ უწოდა და ისიც განაცხადა, რომ გუბაზ სანიკიძე 100 ათასს დოლარად გაიყიდა. აღნიშნულის საპასუხოდ სანიკიძემ პრემიერის მისამართით შეიგინა. სანიკიძის პრემიერისადმი მიმართვის პასუხად უმრავლესობის დეპუტატები ოპოზიციონერ კოლეგას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მას უწმაწური სიტყვებით […]

291 წაკითხვათბილისის მერის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის განცხადებაში რეალობას აცდენილია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს. როგორც კახა კალაძე განმარტავს, ერთადერთი, ვინც ამ პროცესს ხელს უშლის, ოპოზიციაა. „არ ვიცი რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ […]

320 წაკითხვარუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, თუმცა სიტუაცია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის პრეზიდენტის დაკავებას ეხება, რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება. ამ კონტექსტში მან გაიხსენა გერმანიის იუსტიციის მინისტრის სიტყვები, რომ თუ პუტინი მის ქვეყანაში შევა, დააპატიმრებენ. „მოდით წარმოვიდგინოთ – გასაგებია, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც არასოდეს […]

382 წაკითხვაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე გიორგი ამილახვარისა და ირაკლი კოვზანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გარდა, “ქართული ოცნების” კიდევ სამი დეპუტატის ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ჩაჩიბაია და იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა გუნდში დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება. “შესაბამისი ბრძანებულებები უკვე მივიღეთ. ვლადიმერ ჩაჩიბაია პრემიერის მრჩეველი თავდაცვისა […]

246 წაკითხვახელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს, ოპონენტებს მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ პიროვნული შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას სასესიო დარბაზში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი უნდა იყოს არა ფიზიკური დაპირისპირების, არამედ დებატების ადგილი. „არ მივესალმები არანაირ დაპირისპირებას, მით უმეტეს, ფიზიკურ დაპირისპირებას პარლამენტში. პარლამენტი არის და უნდა იყოს […]

330 წაკითხვა აზერბაიჯანი და სომხეთი აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის ქვეყნების გარდა), რუსეთისა და ცენტრალური აზიის ტოპ 10 ქვეყანას შორის არიან 2022 წელს სტალკერების თავდასხმების რაოდენობით.  „კასპერსკის ლაბორატორიის“ მობილური უსაფრთხოების გადაწყვეტილებებმა აღმოაჩინეს  130 ასეთი შემთხვევა აზერბაიჯანში (მე-5 ადგილი), სომხეთში – 27 (მე-10 ადგილი),   საქართველო კი – ამ სიაში არ შედის. კომპანიის ექსპერტები განმარტავენ, რომ სტალკერული  პროგრამული უზრუნველყოფა არის კომერციული პროგრამა, სადაც  თავდამსხმელებს […]