149 წაკითხვაშეერთებული შტატები ძლიერი, დამოუკიდებელი მედიის მტკიცე დამცველია. ჩვენ ასევე პროფესიონალი, ეთიკური ჟურნალისტების მტკიცე დამცველები ვართ. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი, დაბალანსებული ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელსაც შეკითხვა რამდენიმე მედია საშუალების წარმომადგენლებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით დაუსვეს. „რა თქმა უნდა, პარლამენტში შესაბამისი წესების დაწესება პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია. როდესაც ცხადდება წესები, მნიშვნელოვანია, როგორ ხორციელდება […]

194 წაკითხვამე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. აზრზე მოვიდეთ ყველა და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც წყალს ვსვამდით მთელი ეს დრო. ესენი მიგვათრევენ უფსკრულში და უბედურებაში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, სანქციების გამოშვებით ამერიკამ მხარი დაუჭირა „მარტში ჩვენს ბრძოლას“. „ჩვენმა ხალხმა […]

565 წაკითხვანული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის „კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“ სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რომ დამოუკიდებელ სასამართლოში მოხდეს ჩარევა. მისი თქმით, “ბევრი თემა” არსებობს, მათ შორის რას ითხოვდნენ სატელეფონო საუბრებში, ამიტომ მმართველი პარტიის […]

984 წაკითხვაკატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საკითხი სერიოზულ განხილვას საჭიროებს. “რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არის ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობები, პარტნიორობა. ამას სჭირდება ძალიან სერიოზულად განხილვა. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ, […]

229 წაკითხვასახალხო დამცველის კონსილიუმი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას აქვეყნებს. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე , მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. „2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა […]

207 წაკითხვა „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემებით, 2022 წელს კომპანიის უსაფრთხოების გადაწყვეტილებებმა დაბლოკა 249 629  მომხმარებლის მცდელობა საქართველოში და 239 197 სომხეთში, გადასულიყვნენ ფიშინგ რესურსებზე სახლის მოწყობილობებიდან. თავდამსხმელები აქტიურად იყენებენ ამ ტექნიკას: ეს საშუალებას აძლევს მათ გაიტაცონ ანგარიშები, შეაგროვონ კონფიდენციალური მონაცემები და მოიპარონ საბანკო ბარათის მონაცემები. ფიშინგი, რომელსაც  მიზანში ჰყავს ამოღებული  სოციალური ქსელების მომხმარებლები, საშიშია, რადგან ფიშერებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა არა მხოლოდ […]

260 წაკითხვააშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სასამართლოს წინაშე 4 აპრილს წარდგება. გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა ერთ-ერთ პორნოვარსკვლავს თანხა გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ მასთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა. სასამართლოში მისვლამდე ტრამპმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები საარჩევნო კამპანიებში მილიონობით დოლარს ხარჯავენ და მათი მიზანი […]

261 წაკითხვა“რუსული ოცნების” ისტერია ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს მათ განზრახ საბოტაჟს ევროკავშირის მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებისგან“ ვერ გაიგებთ პუტინის ან ლავროვის კრიტიკას, ლანძღავენ მათ, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. “ისევ იმავეს ვუყურებთ, რასაც აქამდე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მათ […]

287 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთს ეწვევა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „ოთხშაბათს, 5 აპრილს, ველოდებით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს პოლონეთში“, – განაცხადა პრჟიდაჩმა. მისი თქმით, ზელენსკი პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიწვევით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზელენსკი პოლონელებთან და პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებთან შეხვედრას გეგმავს.

1,657 წაკითხვადაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა – დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს. სამიტი – „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში […]