362 წაკითხვაბრუნვადი კარებები და ბრუნვადი ფანჯრები თანამედროვე არქიტექტურას გამორჩეულ იერსახეს აძლევენ. ტრადიციულ კარებსა და ფანჯრებთან შედარებით, მათ აქვთ გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობა, გაძლიერებული უსაფრთხოება და დახვეწილი ესთეტიკა. ბრუნვადი კარებები და მათი უპირატესობები ბრუნვადი კარებები გამოირჩევა უნიკალური შესასვლელით, რომელიც შედგება მრავალი პანელისგან და ბრუნავს ცენტრალური ღერძის გარშემო. მისი უპირატესობებია: ენერგოეფექტურობა კარის მბრუნავი მოძრაობა ხელს უშლის გარე ჰაერის შენობაში შეღწევას, რაც ამცირებს გათბობისა და […]

289 წაკითხვა 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტამდე, „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა აღმოაჩინა 2,5 მილიონი უნიკალური ფიშინგ URL-მისამართები, რომლებიც გენერირებული იყო ფიშ-ვეშაპებთან — ფიშინგის გვერდის შექმნის მზა ნაკრებთან. ასეთი ხელსაწყოები პოპულარულია დარკნეტში, ამიტომ „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა გადაწყვიტეს გაეანალიზებინათ ფიშერთა Telegram-არხის რამდენიმე კონტენტი,  რათა გაერკვიათ, თუ რა მომსახურებებს გვთავაზობენ დღეს  ჩრდილოვან  პლატფორმებზე. მათ შორისაა ფიშინგური გვერდების შესაქმნელი Telegram-ბოტები,  რომელთა დახმარებით თავდამსხმელებს შეუძლიათ […]

158 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – აცხადებენ კრემლში. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე […]

139 წაკითხვაყველა ოპოზიციონერს დადასტურებული აქვს, რომ აპირებენ დაესწრონ სხდომას – დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, ამ მოწვევის პარლამენტში პირველად, შეიქმნება საგამოძიებო კომისია,- ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც აშშ-მა მოსამართლეები დაასანქცირა, კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა, რადგან სასამართლო რეფორმა კანდიდატის სტატუსს პირდაპირ უკავშირდება. “გასული დღეების მანძილზე გავმართეთ კონსულტაციები თითოეულ დეპუტატთან, რომელსაც პარლამენტში აქვს ოპოზიციური პარტიების […]

163 წაკითხვარუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. “დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს”, – განაცხადა ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ბრაზილიელ კოლეგასთან განიხილა კონტექსტი, რომელიც მხედველობაში […]

127 წაკითხვამსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი – Arcturus-ი, იგივე XBB.1.16 გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა და ის ომიკრონის ახალ ქვევარიანტად მიიჩნევა. მედიის ცნობით, ვირუსი ყველაზე სწრაფად ინდოეთში ვრცელდება და ამ დროისთვის ქვეყანაში მისი 60 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. Arcturus-ი ვარიანტის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად მაღალი სიცხე და ხველება, ჩაწითლებული თვალები სახელდება.

134 წაკითხვასამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი სხვა საკითხებთან ერთად ეპისტოლეში სწორედ „რეალურ თავისუფლებაზე“ საუბრობს და განმარტავს, რომ თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს, მაგრამ შესაძლოა, ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში […]

184 წაკითხვაგაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო, -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავჯდომარე, პარტიის წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ძალა არა ერთობაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია და ოფისი გაიხსნა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც პარტიაშია. მელიას განცხადებით, როგორც თბილისში გახსნილი ოფისისა და მიზნების შესახებ პარტიის მენეჯმენტს აცნობეს. “ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის […]

160 წაკითხვაჩვენ ერთი დიდი მიზანი გვაქვს – გამარჯვება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, უკრაინელები ერთი დიდი ოჯახია. „ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, უკრაინელები. ერთი დიდი სახლი გვაქვს, უკრაინა. ჩვენ ერთი დიდი მიზანი გვაქვს, გამარჯვება, ყველასთვის”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქზე“ და ფოტოებს აქვეყნებს.

219 წაკითხვაუსასტიკესი ბრძოლები უშუალოდ ბახმუტის ქალაქის ფარგლებში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პრესსპიკერი სერჰი ჩერევატი ავრცელებს. „დღეს უშუალოდ ბახმუტის ქალაქის ფარგლებში ბოლო ათწლეულების უპრეცედენტო სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს. მტერმა მიზნად დაისახა ამ აუღებელი ქალაქ-სიმაგრის აღება. ჩვენი მებრძოლები სისხლიან სასტიკ ბრძოლებში ყველაფერს აკეთებენ, რომ მტრის ბრძოლისუნარიანობა შეამცირონ, შეუმცირონ ძალა და სულისკვეთება. და ყოველდღიურად ქალაქის ყოველ კუთხეში ისინი ამას წარმატებით […]