1,739 წაკითხვაჩვენ ისევ გვისმენენ – სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს იურიდიულ კომიტეტს ანგარიში წარუდგინა. ლონდა თოლორაიას უწყების გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში უკანონო მიყურადების ფაქტების რაოდენობა გაზრდილია. მოსმენის პროცესი მაშინაც მიმდინარეობს, როდესაც მოქალაქეები სხვადასხვა კერძო დაწესებულებებში იმყოფებიან. როგორც აღმოჩნდა, ქუჩებში, სხვადასხვა კერძო ობიექტებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები მოქალაქეების მოძრაობასთან ერთად, მათ საუბრებსაც სრულად იწერს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსმენების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოსახლეობის მომართვიანობის სიხშირეც. […]

2,670 წაკითხვაკინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ღია წერილი ქვეყნდება, რომელიც 13 ამერიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ ე.წ ანგარიშს ეხება: „დღევანდელ მსოფლიოში აღარაფერი რომ არ უნდა გაგიკვირდეს, ცხადია. თუმცა, როდესაც ფილმი „ქარწაღებულნი“, რომელიც მთელ მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე, კინოშედევრად არის აღიარებული და რომელშიც მონაწილეობისთვის, პირველად ამერიკის ისტორიაში, შავკანიანი მსახიობი „ოსკარით“ დაჯილდოვდა, რასისტულად ცხადდება… აღარც ის გვიკვირს, რომ „ნაცი“ გრიგოლ ვაშაძე, პუტინის კოლეგა საბჭოთა ჩეკისტი და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მხარდამჭერი […]

1,556 წაკითხვასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს: „მინდა ჩემი პოზიცია გამოვთქვა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ყაჩაღების ბანდაზე და მთავარ ყაჩაღზე ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია. გამოწვევა არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავისით არაფერს არ დათმობს. ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას. ვინაიდან, ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ […]

1,378 წაკითხვა,,პირველი რადიოს” ინფორმაციით, მმართველ პარტიაში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს თუ ვინ იქნება წარდგენილი პარტიის სახელით მაჟორიტარულ ოლqებში. არსებული ინფორმაციით, კანდიდატების შერჩევაში აქტიურად არის ჩართული პარტიის რეგიონალური მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე, რომელიც უშუალოდ გადის მაჟორიტარების კანდიდატს პარტიის თავმჯდომარესთან. ,,პირველი რადიოს” წყაროს ცნობით, პარტია დმანისის მოქმედი მაჟორიტარის ე.წ. „მეამბოხე დეპუტატის“ კახა ოქრიაშვილის მაჟორიტარად წარდგენას აღარ აპირებს. სავარაუდოდ, ოქრიაშვილი დმანისის ოლქის სხვა ოლქებთან შეერთების […]

3,317 წაკითხვა„ამას შედეგედ კიდევ ის მოყვება, რომ „ნაციონალები” ხომ არ უნდა საზოგადოებას და ამერიკასაც ზედ მიაყოლებენ” – ასე განიხილავს „რეზონანსთან” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, აშშ-ის კონგრესმენების მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”. ოკუმენტში, სახელწოდებით „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზეა […]

1,475 წაკითხვაემზარ კვიციანი პატრიოტთა ალიანსს ტოვებს, ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: „ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმეზე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს! 4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ […]

1,487 წაკითხვა„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმაურება აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს: „2012 წლიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ოფიციალური გზავნილები, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით, იყო მხოლოდ და მხოლოდ შეფასებები. ეს დოკუმენტიც შინაარსობრივად ძალიან პოზიტიურია, აქ საუბარია ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობაზე, რომ ვართ […]

1,941 წაკითხვამამუკა ბახტაძე, შესაძლოა, “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გახდეს – მმართველი პარტიის ექსპრემიერი სწორედ ახლა ფიქრობს, ჩაუდგეს თუ არა სათავეში ბიძინა ივანიშვილის გუნდის 2020-ის წლის სიას. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ “ოცნების” ლიდერებისგან უკვე მიიღო შეთავაზება, გახდეს სიის პირველი ნომერი. დღეს, უმრავლესობაში არ საუბრობენ, რატომ დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს ისევ ბახტაძე. ექსპრემიერს პარტიის თავმჯდომარისთვის თანხმობა ჯერ არ უთქვამს. ამიტომ უმრავლესობაშიც კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ […]

1,650 წაკითხვაგავრცელებული ინფორმაციით მმართველ პარტიაში აქტიურად განიხილება ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურის დაწყება. გიორგი გახარიას მერის არჩევნების დროს ზუგდიდი ჰქონდა ჩაბარებული და ზუგდიდის მოქმედი მერის დაყენება არჩევნებზე სწორედ მისი რეკომენდაციით იქნა წარდგენილი. თავად გახარია ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინეს 2020 საპარლამენტო არჩევნებზე, თბილისთან ერთად ზუგდიდის მაჟორიტარობა პოლიტიკური ფრონტის წინა ხაზი იქნება. ამავე ინფორმაცის თანახმად იუსტიციის მოქმედი და უცვლელი მინსტრი […]

1,366 წაკითხვა„დამოუკიდებელი, მესამე მიმართულება არის ძალიან კარგი. მე პოლიტიკურ კონსულტაციებს არავისთან ვაწარმოებ, მაქვს მეგობრული შეხვედრები. ვისაც აქვს დასავლური ორიენტაცია და რომელიმე პოლუსის ნაწილს არ წარმოადგენს, მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა TV პირველთან და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.