590 წაკითხვააუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ISFED-ის და TI-ის (საერთაშორისო გამჭვირვალობა)  დღევანდელ გადაწყვეტილებას, მათ ცესკოს-თან არსებული საკონსულტაციო საბჭო დატოვეს და მის მუშაობაში ჩართვას არ აპირებენ, აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭოს არაფერი დაუკარგავს, მაგრამ ბევრი დაკარგა ორმა ორგანიზაციამ, კიდევ ერთხელ მოხდა მათი ლუსტრაცია, ნათლად გამოჩნდა, რომ ისინი პარტიულ დანამატს წარმოადგენენ და არა დამოუკიდებელ ორგანიზაციას.“– აღნიშნავს ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე. „სამწუხაროა, რომ […]

511 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პარტიის საარჩევნო სახელწოდება იქნება „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ კენჭისყრაზე, პარტიას საარჩევნო ნომერი – 20 მიენიჭა. პარტიის ლიდერის, გიორგი ლაღიძის განცხადებით, პარტიიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატად პირადად იქნება წარდგენილი. პარტია საარჩევნო კანპანიას მომავალი კვირიდან იწყებს.    

813 წაკითხვა რომან გოცირიძის პოსტი ფეისბუქში: გუშინ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ზარ-ზეიმი ჰქონდათ. მიზეზი დაახლოებით ისეთია, ავადმყოფს კლინიკიდან რომ გამოწერენ. საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი FITCH-ის მიხედვით 2019 წელს იყო BB სტაბილური. 2020 წლის აპრილში გაუარესდა და გახდა BB ნეგატიური. თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ დაუბრუნდა ძველ ნიშნულს, BB სტაბილურს. მთავრობამ რეიტინგში “წინსვლა” საზეიმოდ “აღნიშნა”. სხვანაირად ეს მოვლენა ასე შეიძლება აღვწეროთ: მიდიოდა კაცი […]

733 წაკითხვადედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მათი მხრიდან გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა გაფიცვის გამო, რომელმაც დედაქალაქის დასუფთავების პროცესი შეაფერხა, არაერთი შეტყობინება მიიღო – საზოგადოება გამოთქვამდა მზაობას, რომ დედაქალაქის დასუფთავებაში მიეღო მონაწილეობა. „მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მწერდა პირადად, წერდნენ ჩვენს სოციალურ ქსელებში, ურეკავდნენ ჩემს […]

772 წაკითხვასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, ალტერნატიული კულტურული სივრცე იხსნება. უწყების ცნობით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში, როდესაც ციხის შენობასა და ტერიტორიაზე კულტურის კერა გაჩნდება და ის ადგილი, რომელიც ნეგატიური და მძიმე ისტორიებით დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, კულტურის მოღვაწეთა და ახალგაზრდათა შეკრების და შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური […]

943 წაკითხვა„პროვოკატორების ადგილი ქუჩაშია და არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“- აცხადებს ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი“-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის კვოტით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრების დღის წესრიგი, მხოლოდ პარტიული დირექტივის შესრულებაა და არა „ცესკო“-ს განვითარებაა. „დღეს, „ცესკო“-ს წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის მსურველებთან ინდივიდუალური გასაუბრება გამართეს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება გასაუბრების შესახებ, კომისიის წევრთა აქტიური ჩართულობით და […]

1,359 წაკითხვაწლების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში უცვლელ პრაქტიკას წარმოადგენს „ენმ“ და „ევროპული საქართველოს“ მავნე რიტორიკა და დესტრუქციული აქტივობები, “– ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც “დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ლილუაშვილი და „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელი მაია ხარაძე ავრცელებენ: „დღეს „ცესკო“-ს წევრების მიერ გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის მსურველებთან ინდივიდუალური გასაუბრება. ოპოზიციის წარმომადგენლები და „ცესკო“-ში მათი […]

776 წაკითხვავინც პირბადის სავალდებულო ტარება გააუქმა, ვინც პირბადის ტარების თავის არიდებისათვის ჯარიმები ფაქტობრივად გააუქმა ( ჩამოწერა), ვინც ხელი შეუწყო უდარდელობის ატმოსფეროს შექმნას, არის დამნაშავე, არის მკვლელი. ბოლო ორ დღეში თითქმის ათი ათასი ინფიცირებული, საიდანაც ვიცით, რომ ცოტა ხანში აქედან სულ მცირე ასი მოკვდება”– წერს ფეისბუქში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.

835 წაკითხვავიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ, რომ ხელი შევუწყე ევროკავშირის ჩართულობას, მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა. „მე, პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას, მაშინ, როცა ქვეყანაში […]

697 წაკითხვა„ნაცმოძრაობამ“ ხელი გინდ მოაწეროს, გინდ არა, მათი რევოლუციური სცენარი არ შეცვლილა – ნებისმიერი საკითხი, ეხება ეს ვალუტის კურსს, პანდემიას, ფაროსანას, თუ სხვა ვითარებას, თუნდაც ადამიანების გარდაცვალებას, გააფთრებით ცდილობენ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. „არც ერთი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სტრატეგია შეცვალა. 2014 წლიდან მოყოლებული მუდმივად რევოლუციურ სცენარზეა ლაპარაკი და […]