480 წაკითხვადღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. პირველი პლენარული სხდომა ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, რის შემდეგაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოუსმენენ. 6 სექტემბრის სხდომაზე სავარაუდოდ, ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხსაც განიხილავენ და კენჭს უყრიან. მიმდინარე კვირაში პარლამენტი ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტს, ასევე ე.წ.მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს (პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე განიხილა იურიდიულ საკითხთა […]

338 წაკითხვათუ ვინმე აწყობს რევოლუციას, ამ რევოლუციის მომწყობი არის თავად ხელისუფლება. არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც ხალხს სწორ ადგილზე მოუწყვია რევოლუცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, „ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული საზოგადოება […]

831 წაკითხვასაქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინას სრული გამარჯვებისთვის, ყველაზე პესიმისტური სცენარით, 10 თვე დასჭირდება. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს – ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე. „უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ. ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ. […]

945 წაკითხვავიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივას. კობახიძის განცხადებით, მათგან, ვინც სავიზო რეჟიმის შემოღებას უჭერენ მხარს, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. „ქართული ოცნების“ ლიდერი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ფხიზლად და ფრთხილად […]

475 წაკითხვასაქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ლუსტრაციის კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას მამუკა ხაზარაძე საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ლელოს“ თავმჯდომარის თქმით, არც ერთი კოლაბორაციონისტი თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურებში არ უნდა ინიშნებოდეს და ეს კანონის ძალით უნდა კონტროლდებოდეს. „ბოლო თვეებში ინტენსიურად ხდება ადამიანების ლუსტრაცია, უკრაინის ომის ფონზე ბევრს ჩამოეხსნა ნიღაბი, საზოგადოებამ ნათლად დაინახა რუსული პოლიტიკის მეხოტბეები და მხარდამჭერები. ლუსტრაცია მომხდარია. […]

483 წაკითხვასაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადებას „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკეთებს. ინტერვიუში კელი დეგნანი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. „როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 […]

590 წაკითხვავისურვებდი, რომ პოლიტიკური კინკლაობა მინიმუმამდე დავიდეს, ყველას მიეცეს საშუალება ევროპული სტანდარტების საქართველოს თავისი მოდელი წარმოადგინოს და რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს, მერე პროცესი გადავა გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუტებში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა დავით უსუფაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. „ძალიან კარგი რამ ხდება დღეს, კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ მმართველი პარტიის სრულიად გაუგებარი და არაადეკვატური პოლიტიკის ფონზე, […]

905 წაკითხვათურმე პარლამენტის რიგგარეშე სესია რომ მოვიწვიოთ, სანახაობად გადაიქცევა – სანახაობაზე მეტია “ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ქმედებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და მასთან დაკავშირებით “ქარული ოცნების“ განმარტებები არასერიოზულია. მისივე თქმით, თუ სხდომა კვორუმის არქონის გამო ჩაიშლება, ამაზე პასუხისმგებლობა როგორ ამომრჩევლის, ასევე დასავლელი პარტნიორების წინაშე “ქართული ოცნების“ […]

1,263 წაკითხვაევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს “ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 7 ივლისს საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, პაპუაშვილი კოლეგებთან პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საკითხზე აპირებს საუბარს. “ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, პარლამენტის ბაზაზე ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს […]

257 წაკითხვაბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა “ემ ქეი დი” განცხადებას ავრცელებს, რომელიც ეხება შვეიცარულ ბანკ “კრედიტ სუისი”-ს მიერ, ივანიშვილის კუთვნილი თანხის გადარიცხვის შეფერხება/დაყოვნებას. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ წარმოადგენს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან გლობალურ დავაში. ამავე დროს, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს […]