382 წაკითხვაპარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც ოპოზიცია თავად ახდენს პოლარიზაციის პიკში აყვანას და შემდეგ უკვირს, ამ პოლარიზაციის გამო რომ მოქალაქეებთან კონფლიქტი აქვს, ეს არათუ არათანმიმდევრული, არამედ პარადოქსული დამოკიდებულებაა. პაპუაშვილის განმარტებით, მისთვის უცნობია იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც ოპოზიციას მოქალაქეებთან შეხვედრისას დაუპირისპირდა. „რაც შეეხება ლოკალურ ინციდენტებს, იმის დაბრალება, რომ ეს თითქოს „ქართული ოცნების“ მიერ არის ორგანიზებული, პოლარიზაციის ერთ-ერთი ნაწილია იმ დღის წესრიგისა, რომელიც ოპოზიციას […]

301 წაკითხვამსურს ვუპასუხო არასერიოზულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, გარკვევით განვაცხადო, შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. შეერთებულ შტატებს არ სურს ამ ომის გავრცელება არსად, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს სასტიკი და აგრესიული […]

991 წაკითხვატვ „ალტ ინფოზე“, ზაზა დავითაიას სატელევიზიო გადაცემაში „განსხვავებული აზრი“, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვასილ გოგალაძემ მიმართა პარლამენტარ მამუკა მდინარაძეს: „მინდა, გავახმოვანო მნიშვნელოვანი ფაქტი: ქ.ოცნებაში გააქტიურდა ლიბერალური ფრთა, მათ შორის, რატომღაც , „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ, მაგალითად, მდინარაძე, რომლის უკან რა ძალები დგას, არავინ იცის. მე მინდა , მდინარაძეს მივმართო: ბატონო მდინარაძევ, გაიხსენეთ, თქვენი წარსული, სად იყავით, ვისი ხელდასმით იყავით საქართველოს გენპროკურატურაში, ვის დაკვეთებს […]

345 წაკითხვატვ „ალტ ინფოზე“, ზაზა დავითაიას სატელევიზიო გადაცემაში „განსხვავებული აზრი“, პოლიტპატიმარმა ვასილ გოგალაძემ მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის ე. წ. სტრატკომის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილს: „ვინმე ბექა მჭედლიშვილს მივმართავ პირდაპირ ეთერში, არ ვიცნობ… არ მახსოვხართ, საერთოდ, ვინ იყავით, სად იყავით, სააკაშვილის რეჟიმის დროს, რას წარმოადგენდით, რა პოლიტიკური წარსული გაქვთ, უბიოგრაფიო ადამიანი ხართ. ალბათ ვიღაცის ხელთდასმით ბრძანდებით ახლა პრემიერის კანცელარიაში, ჩვენ კი ვიყავით […]

340 წაკითხვაგუშინ, დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, მაგრამ ბოლოს გაახმოვანეს „ბაკურიანის გეგმა“, რომელიც ქვეყნის წალეკვას ითვალისწინებს – სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გუშინ გამართულ შეკრებაზე ბევრი ადამიანი გამოვიდა, თუმცა დამატებით 3 მილიონზე მეტი მოქალაქეა, რომელიც ევროპას უჭერს მხარს. „ამ […]

599 წაკითხვა18 ივნისს, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ აქციაზე, აქციის ორგანიზატორებმა, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა რამაზ გაგნიძემ, ვასილ გოგალაძემ და ზაზა დავითაიამ, ასევე მიტინგის მონაწილეებმა, დაგმეს ზელენსკის უკრაინის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა. „მეორე ფრონტი არ იქნება!“ – ეს იყო აქციის მთავარი ლოზუნგი და ამ სულისკვეთებით მხარდაჭერა გამოხატეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგარეო კურსის მიმართ. „გაიტანეთ უკრაინა!“ – ეწერა კიდევ ერთ პლაკატზე, […]

393 წაკითხვაროცა შენ ასეთი გააფთრებული, დუჟმორეული დამოკიდებულება გაქვს, კეთილი უნდა ინებო და შემოსავლების წარმოშობა დაასაბუთო – რა მხატვრობაა ამისთანა, რომ მისი მემკვიდრეებისთვის ამდენ დოლარს აგროვებ! – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა. ვოლსკის თქმით, “ამ შავბნელ გადმორიცხვებს ნათელი უნდა მოეფინოს, რაც ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“. “ამორალურია, როცა საზოგადოებას ყოველ დღე უკიჟინებ, რომ რუსული ორცხობილაც კი არ მიირთვას და თუ […]

418 წაკითხვაპირველი დასკვნა, რაც ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამოიტანა, იყო ის, რომ წასულიყო არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ პოლარიზაცია გაეღრმავებინა, – ეს შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილის შეფასებით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული ფრთა და „სირცხვილია“. „ევროკომისიის მოსაზრება, რომელიც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავდებოდა, საქართველოში პოლარიზაციას შეეხება. იყო მოწოდება იმისკენ, რომ პოლარიზაცია უნდა შემცირდეს და დეპოლარიზაციაა მთავარი საკითხი. ჩამოთვლილი საკითხებიდან დეპოლარიზაციაა […]

484 წაკითხვა20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. ნიკა მელიას თქმით, გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ზურაბიშვილი და სვამს კითხვას, თუ რომელ პრობლემებს აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია. „სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს); მოდის […]

750 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს პოზიციების დასაცავად გეგმავდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლას, თუმცა მთავრობისგან მიიღო პასუხი, რომ „უკვე ყველაფერი გააკეთეს“. „ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი იტალიაში ჩემი ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ იმისთვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ძალისხმევა არ დამეშურებინა ჩვენი კანდიდატურის […]