866 წაკითხვადღეს უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს საქართველოში რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, რომელთა რეალური ინტერესთა სფერო და მიზნები ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. მათი გააქტიურება განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ მოხდა. ერთი შეხედვით ისინი გულისმოსაფხანი ლოზუნგებით გამოირჩევიან – ძირს პუტინის მმართველობა, ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს ვცემთ მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს –  რა თქმა უნდა მსგავსი განცხადებები ერთი შეხედვით უწყინარი და სასიამოვნოც […]

438 წაკითხვაჩემთვის წარმოუდგენელია, რომ თომას ჯეფერსონის ქვეყნის დიპლომატები ახორციელებდნენ ჩარევას სასამართლოს დამოუკიდებლობაში – რაც არის წარმოსადგენი “ნაცმოძრაობისთვის”, ლომჯარიასთვის და სხვებისთვის, ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, მათ ეტყობა არ იციან, რა ღირებულებებზე დგას აშშ თომას ჯეფერსონიდან მოყოლებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის აშშ- ში დაგეგმილი ტრენინგიდან მოხსნის თაობაზე. კობახიძის განცხადებით, მოსამართლის კონკრეტული […]

720 წაკითხვაუკრაინელებმა ეტყობა ვერ გათვალეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა საქართველოში მათ მოთხოვნას მეორე ფრონტის გახსნაზე. სულ რომ გარანტირებული გვქონდეს, რომ თოფი არ გავარდება აფხაზეთსა და ცხინვალში, იქ თოფით შესვლა არ გვინდა. ეს შეცდომა უკვე დავუშვით, – ამის შესახებ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა. „თუკი ამ პოლიტოლოგიურ პროცესებს დავუკვირდებით, ჩვენთვის ხელსაყრელია, რომ გამოვატაროთ ეს პროცესები. ზედმეტი აქტიურობა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, […]

486 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების” ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარეობს ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ეგნატე ნინოშვილის ქუჩებზე არსებული 15 შენობის ფასადის განახლება და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე მოსახლეობას გაესაუბრა და მათთან […]

568 წაკითხვაპრემიერ – მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინმა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და მათი მხრიდან ეს უყურადღებოდ არ რჩება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც მან განმარტა, ამ საკითხზე რუს […]

636 წაკითხვასაქართველოში გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ. „ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში. ცნობისთვის, „დიდი […]

540 წაკითხვაყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ოპოზიციონერების კითხვები და აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით აღარ აინტერესებს. „არ არის საინტერესო შეკითხვა, მე […]

1,016 წაკითხვაგარკვეული ძალები უკვე მერამდენე კვირაა ცდილობენ, რომ საქართველო ჩააბან ომში და ამას დაარქვეს მეორე ფრონტი, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს კოორდინირებულ ძალისხმევასთან. „ეს განცხადებები აგრესიულია და ალბათ კიდევ უფრო აგრესიული გახდება, ვინაიდან ქვეყნის შიგნით ამ კოორდინირებულ ძალისხმევას მხარს უჭერს და ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი ამ ძალისხმევაში […]

1,584 წაკითხვა28-29 აპრილს გაიმართა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა უკრაინის კონფლიქტს, ამ კონფლიქტის გავლენას საქართველოზე და მომავალ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გასატარებელ ღონისძიებებს. ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში, დასავლეთის წამხედურობით, ადგილი აქვს უკიდურესად მძაფრ ანტირუსულ კამპანიას, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ოპოზიციური, ისე სახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებები. პოლიტოლოგმა დაასახელა კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ ფიქრობს, რომ […]

656 წაკითხვასაქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც გამავრცელებლების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის და რუსული კომპანია Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარია ასახული. მისი თქმით, ის ცრუ აჟიოტაჟი, რომელიც ამ თემაზეა ამტყდარი მანიშნებელია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხავსს ეჭიდება. მან სპეციალურ ბრიფინგზე დავით ხიდაშელიც ახსენა და მას დღეს გაკეთებული განცხადების გამო, მადლობა გადაუხადა: “ეს ყველაფერი, რა აჟიოტაჟიც არის ამტყდარი ამ […]