2,704 წაკითხვაძვირფასო ფეისბუქმეგობრებო! კარგა ხანია, რაც “ოქროს კვეთა”, “ობიექტივის” ეთერში აღარ გადის. გადაცემა “ასავალ-დასავალმა” შეიკედლა და დღეს მკითხველებმა საგაზეთო ვერსიის 12-ე გამოშვება მიიღეს. ვფიქრობ, რომ დღევანდელ გადაცემაში წამოჭრილი საკითხი უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. გთხოვთ, გააზიაროთ და გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება… გმადლობთ! ძუკნების ვირუსი საქართველოში ვალერი კვარაცხელია: – გამარჯობა, ძვირფასო ტელემკითხველო! «ასავალ-დასავალის» ეთერშია სატელევიზიო გადაცემა «ოქროს კვეთა», რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე […]

1,682 წაკითხვაეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს საწყის ეტაპზე, კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, პირველ რიგში უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი. მათივე განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ. “გამოიკვეთება […]

1,719 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, ვირუსის გამი, ბიძინა ივანიშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „მართალია ამ თემის ყოვლად უაზრო პედალირებას მხოლოდ პარტიული ტელევიზიები ცდილობენ და ახლა ამისი დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვეხმაურები, – ერთმა ადამიანმაც კი რომ არ დაიჯეროს ტყუილები, რომელსაც ამ საყოველთაო ერთობის მიუხედავად მაინც არ იშლიან. […]

1,749 წაკითხვათბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომპანიაში, რომელიც საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის შვილს ეკუთვნის, სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე შეტყობინება გაუგზავნა მის ახლობელს, თუმცა ის ვირუსულად გავრცელდა, რამაც მოქალაქეებში პანიკა გამოიწვია. „ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაც სხვა კომპანიიდან დაიგზავნა გარკვეული რაოდენობის  ცრუ მესიჯები. დაემთხვა ისე, მთავრობის […]

2,415 წაკითხვასაქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ეხმიანება იმ პირებს, ვინც თვითილოზოლაციის წესებს არღვევს: „ვინ ხართ საიდან მოხვედით, ხალხო… სხვის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავთ და ფიქრობთ კარგი, მაგრამ საკუთარი ახლობლები არ გადარდებთ? ოჯახი, დედა, მამა, შვილები არავინ არ გიყვართ? სასწრაფოდ ამოქმედდეს კანონი რაზეც იმსჯელა პარლამენტმა და მთავარი, მათი ვინაობა გასაჯაროვდეს. ბოდიშს ვიხდი ამ გაჭირვების ჟამს, მაგრამ მათი ქცევა ყველანაირ ზღვარს სცილდება“– […]

2,364 წაკითხვატვ „პირველი“-ს გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ფეისბუქ გვერდზე დაშვებული შეცდომის გამო ბოდიშს იხდის. „რა უბედურებაა ეს დირექტორობა, მაგრამ რას ვიზამთ მეგობრებო, დღეს ჩვენი ტელეკომპანიის ფბ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული, რომელი ქვეყანა იყო( საუბარია ავტობუსის გაჩერებაზე ), ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო, არადა, როგორც ვიცი, ეს იყო უკრაინაში გადაღებული ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს,ვინ ატვირთა .მე […]

1,595 წაკითხვამთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „დღეს ფაქტობრივად გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა გაგვეზრდება. ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე… დღეს საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის […]

1,391 წაკითხვასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს პაციენტი ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის კონტაქტია. „ამ დროისთვის საავადმყოფოში 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 15 პაციენტიდან 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს […]

1,849 წაკითხვა„მესმის რომ ძალიან გვეშინია ყველას და ყველანაირად ვცდილობთ დავიცვათ თავიც და ერთმანეთიც ამ საშინელი პანდემიის პირობებში, მაგრამ ამ შიშებსა და თავდაცვაში ადამიანის სახე არ უნდა დაგვეკარგოს და რადგან აუცილებლად გადავრჩებით ყველა, მერე საკუთარი თავის არ შეგვრცხვეს. შიშის და უბედურების დროს გამოიკვეთება ხოლმე ადამიანების ნამდვილი სახე. შევინარჩუნოთ ეს სახეც და სიფრთხილეც. ნუ გადავაქცევთ ვირუსით დაავადებას,ინფიცირებას ან თუნდაც თვითიზოლაციის საჭიროებას სტიგმად […]