412 წაკითხვაუკვე მერამდენედ დადასტურდა, ის, რასაც ვამბობდი. ა/ო „პლატფორმა 2020“ ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის დანამატს წარმოადგენდა, რომელიც სამოქალაქო სექტორს შირმად იყენებდა, დღეს კი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პლატფორმა 2020“ ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებას წარმოადგენს.”- წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე. „პლატფორმა 2020“ თავის მოღვაწეობის დროს, ღიად იცავდა ნაციონალურ მოძრაობას, რომლისთვისაც ვასო ურუშაძე და ძმანი მისნი, ერთგვარ „ფოთლის როლს“ ასრულებდნენ და […]

332 წაკითხვადროა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც პარტიას აღვუკვეთოთ სამართლებრივი არსებობის საფუძველი”– განაცხადა იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია “POSTV”-ს ეთერში სტუმრობისას. მან ისაუბრა, 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე და განაცხადა, რომ ისინი, პოტენციური მწამებლები არიან, ვინაიდან მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ გაერთიანებას და ლიდერს,  რომლის მმართველობის  დროსაც, ადამიანებს კლავდნენ და ციხეში პატიმრებს აწამებდნენ. “არ შეიძლება ქვეყანაში დღემდე გვყავდეს 15 ათასი […]

422 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა. „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, საჩივრების დაუშვებლობის შესახებ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის […]

430 წაკითხვაოპოზიცია კვლავ სიცრუის ტირაჟირებას ცდილობს, ბრძნული დავარცხნილი სახით საუბრობენ და ფიქრობენ, რომ მოსახლეობის მოტყუება ადვილია. ოპოზიციამ სასაუბროდ, ყველაზე დისკრედიტირებული ადამიანი ლევან თარხნიშვილი გამოიყვანა, ეს ის ლევანია, რომელიც “ცესკო”-ს 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ცესკომ სწორედ მის დროს ჩაატარა, ყველაზე სამარცხვინო და გაყალბებული არჩევნები ( 2008 წელი) აღნიშნულს ეუთო ოდირის უკიდურესად კრიტიკული დასკვნაც ადასტურებს.”– წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია”დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი […]

739 წაკითხვასაარჩევნო საკითხების სპეციალისტ გიორგი ჭილაშვილის გამოხმაურება ლევან თარხნიშვილის განცხადებაზე, რომელიც “ცესკო”-ს ადმინისტრაციის მისამართით გააკეთა. “ერთ-ერთი წინა შეფასების დროს ვახსენე, რომ არჩევნები არის საკითხი, რომელზეც რა თქმა უნდა ყველას ერთი და იგივე შეფასება ვერ ექნება, რადგან ყველას საკუთარი მსაზღვრელით საზღვრავს, მაგრამ, ხომ არსებობს ობიექტური შეფასება! ამიტომ მთავარია საკუთრივ პიროვნების შეფასება ახლოს მაინც იყოს, იმ, ობიექტურ შეფასებასთან, რომელსაც ყველა საერთაშორისო პარტნიორი […]

465 წაკითხვაიურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, 2007-2010 წლებში ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი საზოგადოებას ატყუებს, როცა ცდილობს დაამტკიცოს, რომ საარჩევნო კომისიის წევრთა გაშვება (მაგალითად ფოთის ოლქში) მოხდა იმის გამო, რომ კომისიის წევრებმა არ გააყალბეს არჩევნები. სინამდვილეში კანონმდებლობით ასეა, მუდმივმოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, ხელშეკრულებით, არჩევნების ვადით ხდება საარჩევნო კომისიის წევრთა აყვანა. ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში […]

867 წაკითხვაკიდევ ერთხელ მოკლედ შევეცდები არგუმენტირებულად მიმოვიხილო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის და ახალი თავმჯდომარის მხრიდან გატარებული სიახლეები, რომელმაც დიდი მოწონება და შეფასება დაიმსახურა!”– ამის შესახებ საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი წერს სოციალურ ქსელში. „მაგალითად ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო და ეუთო ოდირის მისია აღნიშნულ სიახლეებს ძალიან პოზიტიურად აფასებს, რეალურად სიახლეებმა […]

998 წაკითხვაავტორიტარული რეჟიმის შემოქმედს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა უწევს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სააკაშვილი მსჯავრდებულია 2 სისხლის სამართლის საქმეზე,ხოლო 2-ზე კი მართლმსაჯულებას ელოდება, რასაც დაემატა საზღვრის უკანონო კვეთის ახალი საქმეც. სააკაშვილის თანაგუნდელები კი ბედავენ და აცხადებენ,რომ ის უდანაშაულოა, უფრო მეტიც, რომ ის არის პოლიტპატიმარი და ამას აცხადებენ იმაზე, ვინც ციხეები გადაავსო პოლიტპატიმრებით. ხელისუფლებას ახლა, როგორც არასდროს მართებს მედგრად დგომა, არავითარი […]

654 წაკითხვასანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარალამენტარების განცხადებაში, რომელსაც ხელს ხუთი ევროპარლამენტარი აწერს. განცხადების თანახმად, სააკაშვილის საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს და იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად. როგორც განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის […]

479 წაკითხვაექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი ცდის “ქართული ოცნების” სიმტკიცეს. „სააკაშვილი ციხეშია. ის იჩაგრება და მისი ჯანმრთელობა ზიანდება. მთელი ჩემი ცხოვრება სააკაშვილს ვუტევ და ვლანძღავ, მიმაჩნია, რომ დააქცია ქვეყანა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში პასუხისმგებლობა არის მთლიანად ხელისუფლებაზე. მე მინდა მოვუწოდო სააკაშვილს, რომ მტკიცედ იყოს და ბოლომდე იყოს. დღეს პრაქტიკულად ის ერთი ადამიანი უტევს მთელ “ქართულ ოცნებას” და […]