2,306 წაკითხვაადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კამათია. ერთმანეთს სიტყვიერად იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი დაუპირისპირდნენ. მინისტრი თეა წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე იმაზე საუბრობდა, რომ ომბუდსმენი სნეულ პატიმრებთან ან ყოფილ ძალოვნებთან მოსანახულებლად არ შედის, თუ ეს ადამიანები მამა გიორგი მამალაძე ან მირზა სუბელიანი არ არიან. აღნიშნულმა განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი […]

2,098 წაკითხვა„ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრამდე მოხსენებით სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წარსდგა. „ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, მოვისმინეთ ჭორებიც, მოვისმინეთ არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად […]

1,719 წაკითხვა„ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. „ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (cpt) შარშანდელ ანგარიშში ძალიან ხმამაღლა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში ნამდვილად არსებობენ ე.წ. მაყურებლები, ეს ეხებოდა მე- 15 დაწესებულებას. ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ როგორც ნახევრად ღია ტიპის, ასევე […]

1,335 წაკითხვადარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ა.წ. 9 იანვარს კაცობრიობა შიშნარევი გრძნობით ელოდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ, ერაყში განლაგებულ ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიტანილ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით. ირანის ისლამური რესპუბლიკის მეთაურის, სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის მიერ, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ბრძანებით მოკლული ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის დაკრძალვისას გაკეთებული განცხადების მიხედვით ირანის საპასუხო მოქმედება უდავოდ უნდა ყოფილიყო შურისძიების […]

1,690 წაკითხვათბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციები ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნებისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების თაობაზე საუბარიც არ არის. „არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება სიახლეებს, შეთავაზებებს, რა თქმა […]

3,955 წაკითხვასაქართველოში „ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“, იგივე „ენდიაის“ საქმიანობა, საზოგადოებაში ყოველთვის ბადებს კითხვის ნიშნებს. მის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები, თითქმის, მუდმივად აჩენს მიკერძოებულობის განცდას და ეჭვებს – ხომ არ მოქმედებს ეს, ესოდენ, „ავტორიტეტული“ ორგანიზაცია კონკრეტული პარტიებისა, თუ პოლიტიკოსების სასარგებლოდ? განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმ პირების არსებობა-არარსებობის საკითხი, ვისაც მათ კვლევებში ოდესმე მიუღია მონაწილეობა: არსად არასდროს არ აღმოჩენილა ერთი ადამიანიც კი, ვინც […]

2,288 წაკითხვა„კახი კალაძეს ძალიან მალე სერიოზული პრობლემები შეექმნება“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში  ალეკო ელისაშვილი: „თუ დააკვირდებით, თვეზე მეტია, კალაძის გარემოცვის ხალხს დაარბენინებენ სუსში და ანტიკორუფციულში. ასევე „არქი ჯგუფთან“ დაკავშირებით დაკითხვები მიმდინარეობს გაშმაგებით. ისიც ვიცით, რომ „არქი ჯგუფის“ ხელმძღვანელი, დეპუტატი წულაია და კახი კალაძე ბიზნეს პარტნიორები და ბავშვობის მეგობრები არიან. ისინი კორუფციულ სქემაში არიან გახვეული. ანუ თავად კალაძეა ჩაფლული კორუფციაში, […]

2,512 წაკითხვასაქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს. გენერალური პროკურორის პოსტის დასაკავებლად იურისტი და უფლებადამცველი გელა ჩივაძე იბრძოლებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია დამცველმა წარადგინა. გელა ჩივაძე დაიბადა ქალაქ ტყიბულში 1967 წელს. 1999 წელს დაამთავრა […]

785 წაკითხვაამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის წინაშე სენატორებმა ფიცი დადეს. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი, მის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა. აშშ-ის […]

1,099 წაკითხვასაპროკურორო საბჭოს, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, კიდევ ხუთი  კანდიდატი წარედგინა.  იურისტ დავით ზირაქაშვილის  კანდიდატურას,  გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე,  რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.     იურისტ ვიქტორ ახალბედაშვილის  კანდიდატურა  საპროკურორო საბჭოს  ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარუდგინა. ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე  სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა.  ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია – სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა […]